რატომ უწოდა კახა მიქაიამ კობახიძის ბრიფინგს “ისტორიული”?

არსებობენ ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოს და აშშ-ის მოქმედ ხელისუფლებებს.

„ამის საუკეთესო ილუსტრაციაა „ენ დი აი“- ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტრამპმა თუ იცის ეს ამბავი, ირაკლი, ბიძია, ალბათ არ იცის, თორემ მიიღებდა შესაბამის ზომებს.
იმედია, ახლა მაინც მოეგება გონს, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, დაგმობს ,,ენ დი აი”-ს ,,ძირგამომთხრელ” საქმინობას ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ…
ვფიქრობ, თავად აშშ-ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მომქმედ ,,ენ დი აი”-სა და ,,Freedom House”-ს, აშშ-ს პრეზიდენტი სათანადო პასუხს გასცემს და რაც მთავარია, დარწმუნებული ვარ,   ტრამპი უყურადღებოდ არ დატოვებს შენ ძალისხმევას ამხილო და სააშკარაოზე გამოიტანო ფსევდოლიბერალური ძალების, რბილად რომ ვთქვათ არაკეთილსინდისიერი საქმიანობა ჩვენს ქვეყნებში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
არაა გამორიცხული, ტრამპმა, ამ ისტორიულ ბრიფინგზე შენთან ერთად მიიწვიოს გუგული მაღრაძე და ნუკრი ქანთარიაც და პარალელურად იმ ,,გაუგებრობის” გარკვევაში დაგეხმაროთ, რომლის წინაშეც ამ ბოლო დროს უმრავლესობის წევრები დადექით (აბა, ბიძინას თქვენთის არ სცალია და)…
ჩემო ირაკლი, როგორც ჩემი წყარო ,,თეთრი სახლი”-დან მატყობინებს, ტრამპი სირიის პრობლემის მოგვარების გადადებას და უკან დახევასაც აპირებს, როგორც ჩემი წყაროსთვის გახდა ცნობილი, ,,ჭკვიანი რაკეტებით” სირიის დაბომბვამდე, იგი ჭკუას ქართველ ექსპერტებს: ხარშილაძეს, გოგოლაშვილს და მათ ძმებს დაეკითხება!!!
ერთი სიტყვით, დღეს, შენს მიერ გამართული ბრიფინგის შემდეგ, საბრიფინგოდ აშშ-ს პრეზიდენტიც ემზადება.
იმედია, ეს ორი ბრიფინგი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ფსევდოლიბერალური ძალების (ლიბერასტების) საბოლოო განადგურებას.
P.S. გაუმარჯოს ნამდვილ ლიბერალიზმს!
ლიბერალებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფინანსთა სამინისტროსთან მემორანდუმი გააფორმა
შემდეგი სტატიაგენერალი გოგი თათუხაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორისგან მასალების მიღებას ითხოვს