რატომ წვავენ მთელ თბილისს ღამე?

ბაზრობის მოვაჭრეების თქმით, ძალიან საეჭვოა ის ფაქტი, რომ ყველა ხანძარი ხდება ღამე და მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის უკან ვიღაცის კონკრეტული პირების ინტერესები იკვეთება.

მათი განცხადებით, ისინი გასვლისას ყოველთვის თიშავენ დენს ჩამრთველიდან.

“ვთიშავთ “რუბილნიკებიდან” დენს და ისე გავდივართ. ჩვენ იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ ღამე წვავენ ქალაქს, ვფრთხილობდით. რისგან გააჩენდნენ ცეცხლს, ეს ჩვენ არ ვიცით. რატომ წვავენ მთელ თბილისს ღამე? რატომ კაზინოები არ იწვება? გუდვილი, კარფური, რატომ ეს მაღაზიები არ იწვება”, – აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე, თუმცა, უჭირს დააკონკრეტოს, ვისი ინტერესები იკვეთება ამ ყველაფრის უკან.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათი ვარაუდით, ყველა ხანძარი სპეციალურად არის გაჩენილი.

“რომელი ბაზრობა არ იწვის? ჯერ იყო და “ბავშვთა სამყარო”, ახლა ეს. რომელიმე კაზინო დაიწვა? ყოველთვის ღამე იწვის. რატომ ხდება ყველა ხანძარი ღამე? ინტერესია ვირაცის, მაგრამ კონკრეტულად ვერავინ ვერაფერს იტყვის”, – აცხადებენ მოვაჭრეები.

თერგის ბაზრობის მოვაჭრეების თქმით, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია.

დიდუბეში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, თოდუას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს ე.წ. თერგის ბაზრობა იწვის.

banner
წინა სტატიაშიცეცხლი გვიჭირავს, სხვა შენობებზე გადასვლის საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს – გიორგი მღებრიშვილი
შემდეგი სტატიასავარაუდოდ დამწვარია 3000 კვადრატულ მეტრ ფართობამდე