სასჯელაღსრულების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა, აცხადებს, რომ მთავარი პროკურორობის კანდიდატურაზე უარი თავად განაცხადა. კახი კახიშვილი თვლის, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკაში კონცეპტუალური რეფორმაა ჩასატარებელი. რაღაც ნორმები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არის რადიკალურად შესაცვლელი, იმისათვის რომ ეფექტური საგამოძიებო სისტემის მიღება მოხდეს:
„ჩემზე იყო რამდენიმე წარდგინება გაკეთებული მე დავუკავშირდი საპროკურორო საბჭოს და ვთხოვე ჩემი კანდიდატურის შეჩერება. მე ვფიქრობ , რომ კონცეპტუალური რეფორმაა ჩასატარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკაში. რაღაც ნორმები სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არის რადიკალურად შესაცვლელი, იმისათვის რომ ჩვენ მივიღოთ ეფექტური საგამოძიებო სისტემა. ამ ეტაპზე მე ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, როდესაც საუბარია რეფორმებიის კოორდინაციაზე ეს არის ახალი გამოწვევა. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არის დაქვეითება, ან დაწინაურება, მე არცერთ პოზიციას არ ვიზიარებ, მე ვფიქრობ რომ თუ არის საქმე გასაკათებელი და ამას მოითხოვს ის გუნდი, რომელშიც ხარ, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოზიციაზე ხარ. ნაწყენი ნამდვილად არ ვარ, ნაწყენი რომ ვყოფილიყავი მივიღებდი გადაწყვეტილებას, არ მერიდება ჩემი გადაწყვეტილების გამჟღავნება “- განაცხადა კახიშვილმა. მისი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილს იცნობს, ხშირი კონტაქტი არ აქვს, თუმცა რამდენიმე შეხვედრა ქონდა.