რატომ გაუწყრნენ მეგრელები ,,ქართულ ოცნებას,,?

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში და ქართულ მედიაში გაჟღერებული შეფასებები, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას,, ყველაზე მეტი მხარდამჭერი სამეგრელოში ჰყავს, სულაც არ არის რეალობას მოკლებული, თუმცა ეს ყველაფერი ,,ქართული ოცნების,, საკადრო და სხვა სახის პოლიტიკის დამსახურება უფროა, ვიდრე ,,ნაციონალების,,..

,,ქართულმა ოცნებამ,, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სამეგრელოს ყველა რაიონში მეტ-ნაკლებად, საკუთარ აქტივისტებზე, უფულო მაგრამ წესიერ მხარდამჭერებზე უარი თქვა და ადგილობრივ ხელისუფლებაში მედროვე ,,ნაციონალები,, დააპორტირა…  თუმცა ყველაზე მეტი სენაკში მოუვიდა და ეს რაიონი სამართავად ყოფილი ,,ნაციონალების,, პარტიულ ნომენკლატურას გადააბარა სრულად. გადააბარა ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც კომუნისტების დროიდან კერპადქცეული მუმიებივით შემორჩენილი 3 პიროვნება, ,,სენაკური სამეული,,  უდგას სათავეში… სწორედ მათი და მათთან დაკავშირებული ხალხის მეშვეობით იმართება, შევარდნაძის დროიდან –  დღემდე, სენაკი…  ვინ არიან ისინი?

14349211_641590852667772_1054162726_n

  1. დემურ გადელია: კომუნისტური პარტიის ფუნქციონერი და სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც იმავე საწარმოს მფლობელი გახდა, რომელსაც კომუნისტების დროს ხელმძღვანელობდა… შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, როგორც ყოფილმა პარტიულმა ფუნქციონერმა, შევარდნაძესთან ნაცნობობით და დაგროვილი ქონების გამოყენებით შესძლო, რომ 1995 და 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში სენაკის მაჟორიტარი გამხდარიყო. პარლამენტში მას ,,ყველაზე მდუმარე დეპუტატის,, მეტსახელიც ჰქონდა, რადგან 8 წლის განმავლობაში 8-ჯერ არ მისულა მოკროფონთან ისე ,,კრიშავდა საკუთარ ბიზნესს,. გადელია 2004 წლიდან უკვე ,,ნაციონალების,, ხელისუფლებას აფინანსებდა, საკუთარ ბიზნესს ლობირებდა და სანაცვლოდ იგებდა ყველა საგზაო ტენდერს რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სხვა დასავლურ რეგიონებში ცხადდებოდა…  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დემურ გადელიამ, 2012 წლის სექტემბრის თვეში, 68.000 ლარი ჩაურიცხა გიგა ნასარიძის ორგანიზაციას-ააიპ ,,საქართველო არ იყიდება,, ,,…. რომელიც ივანიშვილისა და ,,ქართული ოცნების,, საწინააღმდეგო კლიპებს იღებდა წინასაარჩევნოდ.  2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, ბატონმა დემურმა ჩვეული მეტამორფოზა განიცადა და ის უკვე ,,ოცნების,, სპონსორად მოგვევლინა. დემურ გადელია 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების,, სენაკის საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა ოფიციალურად და ხელისუფლებამ ის არჩევნები სწორედ მისი ფინანსების წყალობით მოიგო სენაკში. სანაცვლოდ კი გადელიამ მილიონიანი ტენდერები ,,მოიგო,, და უხარისხოდ დაგებული გზებიდან მიღებული მოგებით, ,,ოცნებისთვის,, დახარჯული თანხა ერთი-ორად ამოიღო… მაგალითისთვის, სენაკის სოფელ ეკში 2015 წლის ივლისის თვეში, გადელიას კომპანიის მიერ დაგებული 2 კილომეტრამდე  სიგრძის ასფალტის საფარი, ერთ წელიწადში სრულიად ამორტიზებული გახდა… ხოლო ამავე სოფელში მიდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დაგებულ 360 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარიან გზას, რამდენიმე დღეში ბზარები გაუჩნდა… დემურ გადელია მოიაზრებოდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ოცნების,, მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა ბოლო მომენტში მას ,,სენაკური სამეულიდან,, ერთ-ერთმა, კახაბერ რუსიამ ,,გადაუჯოკრა,, და ვიცეპრემიერ კახა კალაძის ხელშეწყობით, სენაკში მაჟორიტარად, ადრე რუსიასთან თარჯიმნად ნამუშევარი, ახალგაზრდა კანდიდატი წამოაყენეს… ზუგდიდში ,,ოცნების,, კანდიდატების წარდგენაზე მიმავალი გადელია კი – გზიდან მოაბრუნეს.
  2. კახაბერ რუსია: კომუნისტების დროს კომლმეურნეობის თავმჯდომარე და სენაკის ხალიჩების კომბინატის დირექტორი… რუსიამ ხალიჩების კომბინატი სააქციო საზოგადოების სახელით ხელში ჩაიგდო და ისე გაყიდა ჯართად (საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი საუკეთესო საწარმო), რომ აქციონერებისათვის თეთრიც კი არ მიუცია…14359905_641590756001115_936677097_o მის ადგილზე კი ფალსიფიცირებული ღვინის ქარხანა ააგო. კომუნისტურ პარტიასთან, ანტიზვიადისტურ ოპოზიციასთან, მხედრიონთან და შევარდნაძის ხელისუფლებასთან ასოცირებულმა კახაბერ რუსიამ, მოგროვილი დიდძალი ფულით პოლიტიკოსობა გადაწყვიტა და შევარდნაძის ხელისუფლების ბოლო პერიოდში სენაკში ქალაქის მერიც გახდა. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თითქოსდა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის წინააღმდეგ მებრძოლი კახაბერ რუსია, სენაკის მაჟორიტარი გახდა თოფაძის პარტიიდან, თუმცა ,,ვარდების რევოლუციიდან,, მეორე დღესვე სააკაშვილის ხელისუფლებასთან ,,მოაგვარა,, საქმე და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ,,ნაციონალურ მოძრაობის,, რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელმა, სამეგრელოს მასშტაბით დაუფინანსა… ბოლო შემოწირულობა კახაბერ რუსიამ 2012 წლის ივნისის თვეში გაიღო ,,ნაციონალურ მოძრაობისთვის,, 8000 ლარის ოდენობით.
  3. ,,ოცნების,, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კახაბერ რუსიაც სენაკური ტრიადის სხვა წევრებივით  ახალ ხელისუფლებას მიემხრო, თუმცა მას ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დიდად არ სწყალობდა, ამიტომ რუსიამ ღარიბაშვილთან დაპირისპირებული კალაძის მხარდაჭერა მოიპოვა და სენაკში დამოუკიდებელი თამაში დაიწყო. 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში,  საინიციატივო ჯგუთან ერთად სენაკის საკრებულოში იმდენი კანდიდატის ხმის მოგროვება შესძლო, რომ  საკრებულოს თავმჯდომარეობის ,,ოცნების,, კანდიდატი ,,თამაშგარეთ,, დატოვა და თვითონ დაიკავა ეს ადგილი. დაახლოებით 2 თვე და დიდი ძალისხმევა დასჭირდა ღარიბაშვილსა და ,,ოცნების,, ზოგიერთ ,,მაღალ,, წარმომადგენელს, რომ რუსია ,,თავისი ნებით,, გადაეყენებინათ და ის სამეგრელო-ზემოსვანეთის გუბერნატორის მოადგილეობას დასჯერებოდა… ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა დაკარგა ,,ოცნებაზე,, გავლენა, კახაბერ რუსიამ თავისი ლობისტის – კალაძის მეშვეობით სენაკის მოქმედი გამგებელი გოჩა დგებუაძე სენაკში ,,ქართული ოცნების,, რაიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარეობიდან   გადააყენა და მისი ადგილი დაიკავა. გადაყენებულ იქნა ასევე ,,ქართული ოცნების,, წევრი, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე ხვიჩა ჯიშკარიანი, რომელსაც სენაკში წესიერი ადამიანის რეპუტაცია აქვს და რომელმაც რუსიას თამაში არ ითამაშა… ამჟამად კი,  სენაკში ,,ოცნების,, თავმჯდომარე კახაბერ რუსია, თავისივე გარემოცვის მეშვეობით ხმას ავრცელებს, რომ  თუ ,,ქართული ოცნება,, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, კალაძე მას მომავალ წელს დაგეგმილ ადგლობრივ არჩევნებში სენაკის გამგებლობას ჰპირდება.გურამ მისაბიშვილი: კომუნისტების დროს კომკავშირის რაიკომის პირველი მდივანი, აღმასკომის წევრი და პარტიული ფუნქციონერი… ბატონ გურამი ,,სენაკური სამეულის,, სხვა წევრებთან შედარებით უფრო ნაკლები ფულის პატრონია, თუმცა მას ქონების გარდა ყოველთვის და ყველა ხელისუფლებასთან საქმის მოგვარების ალღო აღმოაჩნდა და კომუნისტების დროინდან მოყოლებული სენაკზე გარკვეულ გავლენას ბოლო დრომდე არ კარგავს… შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო წლებში მისაბიშვილი სენაკის რაიონის დანიშნული გამგებელი იყო… ხოლო ,,ვარდების რევოლუციის,, შემდგომ მან ჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან, ხოლო შემდეგ სააკაშვილთან ისე მოაგვარე საქმე, რომ ის ჯერ სენაკის გამგებლად, შემდეგ მაჟორიტარად , სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად და 2012 წლის არჩევნებში კვლავ მაჟორიტარ დეპუტატად ჰყავდათ ,,ნაციონალებს,, თუმცა, როგორც მედროვეებს სჩვევიათ, ახალი ხელისუფლების მოსვლიდან რამდენიმე თვეში, ისიც ,,ოცნებაში,, დაპორტირდა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გახდა… გავრცელებული ინფორმაციით, მას ,,ოცნებაში,, კონსერვატიული პარტია და თავად ზვიად ძიძიგური კრიშავდა, თუმცა ძიძიგურის ავტორიტეტი გურამ მისაბიშვილს ამჯერად არ ეყო იმისათვის, რომ ხელახლა სენაკის მაჟორიტარად ან სიაში მომხვდარიყო სახელისუფლო პარტიიდან, ამიტომაც ამჯერად მან პაატა ბურჭულაძის ბლოკს მიაშურა და მათი სახელით იყრის კენჭს სენაკის მაჟორიტარობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გურამ მისაბიშვილი დღეისთვის ე.წ. ოპოზიციური პარტიის კანდიდატია, მას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც და ,,ოცნების,, ზედა ეშელონებშიც ჰყავს თავის ხალხი, რომელიც მის გადასარჩენად მომავალშიც იბრძოლებენ.

მიუხედავად იმისა, რომ  ,,სენაკური სამეული,, ათეული წლებია ამ რაიონს სხვადასხვა ხელისუფლების სახელით მართავს, ბოლო 4 წელიწადი ისინი ,,ოცნების,, სახელით გამოდიოდნენ რაიონის პოლიტიკურ ველზე და ერთობლივად ,,აბოლებდნენ,, ხალხს… თუმცა ბოლო დროინდელმა მოვლენებმა ცხადყო, როდენ დაპირისპირებულნი არიან ისინი ურთიერთთან და რაოდენ ვერ იტანენ ერთმანეთს… ამიტომაც მკითხველს არ გაუკვირდება თუ ვეტყვით, რომ სენაკის მოსახლეობის საღად მოაზროვნე ნაწილი, დღეს ,,ნაციონალების,, ახალგაზრდა და წესიერ ლიდერს, ლაშა კუჭავას უფრო მეტ პატივს სცემს, ვიდრე ,,ოცნების,, სახელით მოდრეიფე მუმიებს… რადგან სამეგრელოში კაცის სახელსა და გვარს და წესიერებას უფრო მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე პარტიულობას.

კახაბერ ადამია

 

 

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური ბურჭულაძე-გვარამიას საუბრის ჩანაწერზე – შეიძლება, ამის უკან სპეცსამსახურები დგანან
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსის ბრალდებებს ადგილობრივი ხელისუფლება პასუხობს