რატომ გააკეთა თავდაცვის სამინიმსტრომ განცხადება “ანაკონდასთან” დაკავშირებით ორი დღის დაგვიანებით

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

kapanadzeeeსაქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს, პოლონეთში ევროპაში უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ წვრთნებში უნდა მიეღო მონაწილეობა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის თქმით, საქართველო დიდი ხანი ემზადებოდა წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ ჯარისკაცების ჩუტყვავილათი დაავადების გამო, ასეულმა “ანაკონდა-2016”-ზე მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო: „ჩვენთვის არასასიამოვნო მდგომარეობა წარმოიქმნა, რადგან ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ წვრთნებში მონაწილეობას. სწავლებისთვის დანაყოფიც სრულ მზადყოფნაში იყო. მაგრამ გაუფრთხილებლობით, ოჯახში პატარა ბავშვს ჩუტყვავილა შეეყარა და პიროვნებამ დაავადება აღნიშნულ ასეულში შემოიტანა. სამწუხაროდ ეს ამბავი დანაყოფის სწავლებაზე გამგზავრებამდე ორი-სამი დღით ადრე მოხდა. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი, რომელშიც მედიკოსებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ჩვენს დანაყოფს უნდა მიეღო მონაწილეობა ამერიკული ბატალიონის დაქვემდებარებაში. საერთო გადაწყვეტილებით, რომ არ შეგვექმნა საფრთხე პარტნიორებისთვის და ზოგადად მთლიანად ანაკონდას სწავლებისთვის, ჩვენი ასეული ამჯერად ვერ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ წვრთნებში. თუმცა ჩვენგან პირადად მე ვაპირებ პოლონეთში ჩასვლას, სადაც სწავლებას ორივე მიმართულების სარდალთან ერთად დავაკვირდები“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოფიციალურმა მხარემ წვრთნებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება გუშინ საღამოდან, ანუ, წვრთნების დაწყებდან ორი დღის შემდეგ დაიწყო.
მანამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არც პოლონური მხარისთვის არ ქონდა გაკეთებული. უფრო მეტიც, “ანაკონდა-2016”-ის მეთაურებმა ქართველების გამოუცხადებლობის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ საღამოს გააკეთეს.
მანამდე, პოლონურმა და მსოფლიო პრესამ საქართველოზე, როგორც წვრთნების მონაწილე მხარეზე ტრენინგებისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა ინფორმაციაში მიუთითა, როგორც მონაწილე პარტნიორ ქვეყანაზე – ამის შესახებ “თაიმერმა” რამდენიმე ექსკლუზიური მასალა მოამზადა.

ცხადია, დასაშვებია, ის რომ ჩუტყვავილა ქართული ჯარის “ანაკონდაზე” გამოუცხადებლობის მიზეზი იყოს და არა ევროპულ მედიაში გავრცელებული ჭორის იმის შესახებ, რომ საქართველოს ბრიუსელმა სთხოვა, სწავლეებებზე არ ჩამოსულიყო, რომ რუსეთის სიბრაზეს მორიდებოდნენ. რომელიც, დიდი ალბათობით არის შესაძლებელი მართლაც ცუდი სცენარის ერთ-ერთი მიზეზი ყოფილიყო კიდეც, მაგრამ ამ შემთხევვაში, შეკითხვა ასე ისმის: საქართველოს თავდაცვის სამინსიტრომ რატომ არ გააკეთა ჩუტყვავილას მიზეზით წაუსვლელობის შესახებ ოფიციალური განცხადება ტრენინგების დაწყებამდე, ან რატომ გააკეთა ოფიციალური განცხადება ტრენინგების დაწყებიდან ორი დღის შემდეგ.

 

https://youtu.be/rl7oBeSGmf0

banner
წინა სტატიაშიერთი აშშ დოლარი ხვალ 2,1274 ლარი ეღირება
შემდეგი სტატიასაქალაქო სასამართლო მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს