რატომ დაურეკა სამეგრელოს გუბერნატორმა დავით ნარმანიას

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ,,ქართული ოცნების” კულუარებიდან ,,გამოჟონილმა” ინფორმაციამ, თითქოს სამეგრელოს ,,ფიდელ კასტოდ” წოდებულ გუბერნატორ შონიას გუბერნატორის პოსტზე აწ უკვე თბილისის ყოფილი მერი დათო ნარმანია შეცვლიდა, გუბერნიასა და მის შემოგარენში დიდი ვნებათაღელვა და აჟიოტაჟი გამოიწვია… როგორც თვითმხილველთა ნაამბობიდან ირკვევა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სამეგრელოს ,,ფიდელ კასტრომ” ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პირდაპირ დათო ნარმანიას დაურეკა და შემდეგი სიტყვებით იკითხა: ,,ჩემს ადგილზე მოდიხააარ?!”
ნარმანიამ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და ფიდელი დაამშვიდა…
ნუ გეშინიათ,
ნუ ინერვიულებთ,
ფიდელი მართლაც შეუცვლელია, მან ხომ არჩეევნების მოგების და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, საოცრებები მოახდინა, ნაციონალები ისევ ნაციონალებით დაამარცხა, სავლე პავლედ აქცია და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს გულებში…
ის უკვე მარადიულობაში გადასკუპდა, ხოლო მარადიულობაში გადასკუპებულებს ჩვეულებრივი მოკვდავნი(მაგალითად, ნარმანია)მუხლებამდეც ვერ შესწვდებიან…
ფიდელი უკვდავია,
ფიდელი უძლეველია,
ფიდელი ჩვენია,
ხელები შორს ფიდელისაგან!!!
ფიდელს თვით თბილისის მერიაში პრქტიკებგავლილი ნარმანიაც ვერ შეცვლის!!!
P.S. ვივა კუბა, ვავა ნარმანია!!!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათბილისში, დოლიძის ქუჩაზე, სიგარეტის ჯიხური გატეხეს