რატომ დაამტკიცა ახმეტის საკრებულომ მეტროსადგურების სახელდების წესი?

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს

ახმეტის საკრებულომ 2016 წლის 5 დეკემბრის სხდომაზე დადგენილება მიიღო, რომლითაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი, მათ შორის ახმეტის ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებისა და გადასაჯდომი კვანძებისათვის სახელწოდების მინიჭების წესები დაამტკიცა. თუმცა იმის გამო, რომ მეტროპოლიტენი მხოლოდ თბილისშია, ახმეტაში ამ წესის შესაბამისად ჯერ-ჯერობით არცერთი მეტროს სადგურის სახელი არაა შერჩეული.

საკრებულოს მიერ მიღებული სახელდების წესი საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია.

მუხლი 5

“6. მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები უნდა პასუხობდეს მთავარ დანიშნულებას – ქალაქში ორიენტაციას და, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი, ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისა.

8. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იმავე თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება. გამონაკლისს წარმოადგენს მეტროპოლიტენის გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.” – აღნიშნულია საკანონმდებლო ნორმაში.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის ღონისძიებების გეგმას აქვეყნებენ