რატომ აწვენენ კუბოში ოფისის თანამშრომლებს სამხრეთ კორეაში

რატომ აწვენენ კუბოში ოფისის თანამშრომლებს სამხრეთ კორეაში
რატომ აწვენენ კუბოში ოფისის თანამშრომლებს სამხრეთ კორეაშისამხრეთ კორეაში თვითმკვლელობის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ოფისის თანამშრომლები ყველაზე ხშირად უჩივიან სტრესს და დეპრესიას. იმისათვის, რომ  სიცოცხლის დაფასება დაიწყონ, კომპანიები მათ საკუთარ დასაფლავებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ.
სეულის სუპერთანამედროვე ოფისში რეკრუტინგული კომპანიის თანამშრომლები საკუთარი დასაფლავების რეპეტიციას გადიან.  ისინი, თეთრებში ჩაცმულები უკანასკნელ წერილებს წერენ ოჯახს და ახლობელ ადამიანებს. ჩუმი გოდება ნელ-ნელა ხმამაღალ ბგერებში გადადის, რომელსაც ცხვირსახოციც ვერ აკავებს.
შემდეგ კი დგება რიტუალის კულმინაცია: კლერკები საკუთარი კუბოების გვერდით დგებიან და მასში წვებიან. ყოველ მათგან ხელში საკუთარი ფოტო უჭირავს, რომელიც სამგლოვიარო ჩარჩოშია ჩასმული.

რთულია გაიგო, როგორ აფასებენ თვითონ ოფისის მუშაკები ამ პრაქტიკას: სამხრეთ კორეა პატერნალისტიკური საზოგადოებაა და მცირეა იმის შანსი, რომ თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელების გაკრიტიკებას დაიწყებენ, თუმცა, ეტყობა, საკუთარი სიკვდილის რეპეტიცია, მაინც მუშაობს.

“ამ გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ სხვანაირად უნდა დავიწყო ცხოვრება” – ამბობს ჩო იუნ ტე, რომელიც ის წამია კუბოდან ამოვიდა – “მე მივხვდი, რომ ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული და შემიძლია შევიყვარო ჩემი სამსახური და მეტი დრო უნდა გავატარო საკუთარ ოჯახში” – ამბობს ტე.

კომპანიის პრეზიდენტი პან ჩუნ ვონი თვლის, რომ დამქირავებლის პასუხისმგებლობა მხოლოდ სამსახურზე არ ვრცელდება. მაგალითად, ის თანამშრომლების მშობლებს ყვავილებს უგზავნის მადლობის ნიშნად, რომ მათ ასეთი შვილი გაზარდეს.

ის კომპანიაში ასევე ანხორციელებს მეორე რიტუალს, რომელსაც კომპანიის თანამშრომლები ყოველ დილით აკეთებენ – ისინი ერთად ვარჯიშობენ და დასასრულს ყველა ერთად ხარხარებს.

გასულ წელს სეულის მერიამ ოფისის თანამშრომლებისთვის სიესტა შემოიღო – ანუ, ისინი ერთი საათის განმავლობაში იძინებენ. ამ ახლადღემოღებულ წესს სუსტი მხარეც აქვს – თანამშრომლები ერთი საათით გვიან რჩებიან სამსახურს.
კორეაში დამოკიდებულება, რომ უნდა იყვნენ სხვებზე უკეთესები, ბავშვობიდან აქვთ – ისინი ფაქტობრივად შეჯიბრების რეჟიმში იზრდებიან.

მაგალითად, გასულ კვირას კორეელი მოზარდების ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება მოხდა – დაახლოებით 630 ათასი აბიტურიენტი აბარებდა გამოცდას, რომელსაც უნდა გაერკვია ვინ ჩააბარებდა მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტში, ვინ ჩვეულებრივში და ვინ საერთოდ ვერ გადალახავდა ბარიერს. დილით 8 საათზე მისულ ყველა აბიტურიენტს მეგობრები ხმამაღალი ყვირილით ხვდებდნენ. იმ დღეს ზრდასრულებმა ავტობუსით ერთი საათით გვიან ისარგებლეს, რომ აბიტურიენტებს გადაადგულების პრობლემა არ შექმნოდათ და გამოცდებზე დროზე ყოფილიყვნენ. გამოცდაზე დაგნიანებულებს ასევე შეეძლოთ პოლიციაში დარეკვა – ისინი სამართალდამცველებს სირენით გადაყავდათ ადგილზე. ამავე დღეს, ინგლისურის გამოცდაზე 35 წუთით გადაიდო ყველა ფრენა.
აბიტურიენტების მშობლები გამოცდების დღეს ბუდისტურ ტაძრებში მიდიან რომ მათი შვილების წარმატებისთვის ილოცონ. ყოველ დღე 12 დღის განმავლობაში აბიტურიენტების დედები და ბებიები მუხლზე დამხობილები აღავლენენ ლოცვებს.

გამოცდებისადმი ასეთი დამოკიდებულების ან, შემდეგ, კარგი სამუშაო ადგილის ძიების პროცესში, არაფერია გასაკვირი, თუკი ადამიანებს სტრესი და დეპრესია ემართებათ – წერს ბიბისი და თვლის, რომ საკუთარი დასაფლავების რეპეტიციაზე მეტია საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ ცხოვრებაში მზიანი მხარეები დაინახო.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი და მარინ ლე პენი: მთავარი ციტატები
შემდეგი სტატიაჩხუბი უკრაინის ხელისუფლებაში… მინისტრმა ავაკოვმა სააკაშვილს ჭიქა ესროლა..