რატომ არ მიჰყავს საფრანგეთს თურქეთში დაკავებული ფრანგი ტერორისტი…?

თურქული მედიის ცნობით, ერთი კვირის უკან ქალაქ იზმირში საფრანგეთის მიერ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრობაში ეჭვმიტანილი, აფრიკული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე მეჰბიდენ ს. (Mehdibend S.) დააკავეს, რომლის წაყვანას ფრანგული მხარე დღემდე არ ცდილობს…

გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგმა სამართალდამცავებმა თურქი კოლეგები გარკვეული დროით ადრე გააფრთხილეს, რომ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ,,ისლამური სახელმწიფოს,, წევრი Mehdibend S. -ი შესაძლებელია თურქეთში ყოფილიყო. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუქრეთის ქალაქ იზმირში, ერთ-ერთ კლინიკაში თმის გადანერგვის ოპერაციისთვის მისული ფრანგი ტერორისტი, თმის გადანერგვის შემდგომ, რამდენიმე დღეში დააკავეს. მისი დაკავება, თურქეთის უშიშროებამ კლინიკის სათვალთვალო კამერის ანალიზის საფუძველზე მოახდინა. თურქი სამართალდამცავების აზრით, დაკავებული ტერორისტი თმის გადანერგვასთან ერთად სახის გარეგნობის შეცვლასაც აპირებდა.

თურქული მედიის ცნობით, თუქრმა სამართალდამცავებმა მაშინვე აცნობეს ფრანგ კოლეგებს, ტერორიზმში ეჭვმიტანილი მათი მოქალაქის დაკავების შესახებ, თუმცა უკვე ერთი კვირაა, რაც საფრანგეთის ხელისუფლება მის წაყვანას არ ლამობს, რაც თურქი სამარლადამცავებისთვის, პარიზში განხორციელებული ტერორისტული აქტებისა და საფრთხეების ფონზე გაუგებარია… აცხადებს თურქული მედია.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიპირველი ზავი სირიის ხანგრძლივი კონფლიქტის განმავლობაში…
შემდეგი სტატია17 ნოემბერს რუსეთის მიერ სირიის მასიური დაბომბვის ექსკლუზიური კადრები (VIDEO)