პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და ე,წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და ე,წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ratificirebaრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ე,წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. როგორც კრემლის პრეს–სამსახური იუწყება, შეთანხმებას 2015 წლის 18 თებერვალს მოსკოვში მოეწერა ხელი და იგი განსაზღვრავს „ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის გავლას მის მთელს სიგრძეზე რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვრების დასავლეთ წერტილიდან აღმოსავლეთ წერდილამდე“.

„სახელმწიფო საზღვრის საფუძვლად აღებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვარი რუსეთისა და საქარველოს სსრკ–ებს შორის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის არსებობდა, მისი სახელმწიფო ნორმატიულ–სამართლებრივი აქტებითა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალებით გაფორმების გათვალისწიინებით“ – ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში. ცნობისთვის, აპრილის შუა რიცხვებში ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ მოახდინეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილის ინტერვიუ France 24-თან
შემდეგი სტატიაუვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ გათავისუფლდეს მერაბიშვილი და უგულავა