“რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა”- კალანდაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე სერგო რატიანის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს მიზანმიმართულ საბოტაჟთან. მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი სამართლებრივი პრობლემა. კალანდაძე აცხადებს, რომ რატიანის წერილს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა არ იზიარებს:

„არ არის არანაირი სამართლებრივი პრობლემები პოლიტსაბჭოს მიერ. კანონიერი გადაწყვეტილებაა მიღებული როგორ უნდა გაიმართოს ყრილობა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს საორგანიზაციო კომისია, რომელმაც ყრილობის ჩატარების ორგანიზაციული მხარე უნდა მოაგვაროს და შემდეგ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტსაბჭომ იმისთვის, რომ ყრილობამ დღის წესრიგი დაამტკიცოს. ეს არის საკითხები, რომელიც პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულია. ამ გადაწყვეტილების მიმართ არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს ე.წ. მეორე გუნდის არც ერთ წევრს, არც განხილვის და არც განხილვიდან ერთი თვის თავზე. სამართლებრივ პრობლემებზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ რაც მეორე მხარეს გაუჩნდა განცდა, რომ ყრილობაზე ისინი თავის პოზიციის წარმატებით დაფიქსირებას ვერ შეძლებენ. ამის თავიდან არიდების მიზნით, ახლა იყენებენ ვითომ სამართლებრივ საკითხებს მიზეზად იმისთვის, რომ წინასწარ ივარაუდონ, რომ არალეგიტიმური იქნება ყრილობა და თავიდან აირიდიონ ის შედეგი რაც დადგება. რატიანის წერილს არ იზიარებს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების უმრავლესობა. მეტიც, ისინი წინააღმდეგებიც კი არიან. ჩვენ ვთხოვთ თანაგუნდელებს, რომ საორგანიზაციო საკითხებში მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება, განისაზღვრება პარტიის სამომავლო სტრატეგია და გეგმები, მათ შორის მოხდება ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გააგრძელეს
შემდეგი სტატიატრამპის ინაუგურაციაზე კლინტონები და ბუში იქნებიან