რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა

აფხაზურმა სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს კანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართა

აფხაზურმა სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს კანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართაქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი დააკმაყოფილა და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კანჯი-ოღლი დამნაშავედ 2016 წლის 26 დეკემბერს ცნო და სასჯელის ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ 19 მაისს, დაახლოებით, 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

აფხაზური გამოცემების ინფორმაციით, ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი ოღლუს ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიკანადა რუსეთს ჭორის გავრცელებაში სდებს ბრალს
შემდეგი სტატიარუსეთმა თურქეთიდან ყვავილებისა და ბოსტნეულის შეტანაზე შეზღუდვა მოხსნა