რაში მოატყუა მთავრობამ ხალხი– რომან გოცირიძე სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს

gociridze

gociridze“მთავრობამ მოატყუა ხალხი, თითქოს როსნეფტის მიერ ფოთის ტერმინალის შესყიდვის კანონიერებას სწავლობს სამი სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია. არ გაკეთებულა არავითარი დასკვნა და ხელისუფლება შეეგუა ამ ფაქტს. როსნეფტმა, როგორც ვიცით, დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
იმის გამო, რომ მთავრობამ გადაყლაპა ის შეურაცხყოფა, რაც უნებართვო საქმიანობის სახით როსნეფტმა მიაყენა, აგერ უკვე გაზპრომი დაგვცინის. საქართველოსთან მოლაპარაკებების პარალელურად დაიწყო ცხინვალის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გაზის მიწოდების თაობაზე.
მთავრობა სულ უფრო და უფრო ებმება რუსეთის მიერ დაგებულ მახეში. უკვე რუსეთში უვიზო მიმოსვის შესახებ დაიწყეს საუბარი, რაც ჩვენი მიბმის ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი გახდება”-აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექსპერტი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვოლსკი: ლეონიდ თიბილოვი ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ხელმძღვანელს წარმოადგენს
შემდეგი სტატია“გვაშფოთებს ის ახალი ამბები, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით მოვისმინეთ”