რას ურჩევს გია ყარამანიშვილი მოსამართლე ურთმელიძეს

Natia Digmelashvili 3 სთ · ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე: 1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს). 2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული

Natia Digmelashvili 3 სთ · ძალიან ბევრი არაიურისტი მეგობარი მთხოვს ავუხსნა, თუ რა მოხდა დღეს. მოკლედ და არაიურიდიულ ენაზე: 1. სასამართლო გავიდა სამართლებრივი ჩარჩოდან და შექმნა ახალი, გაუგებარი წარმოშობის ინსტიტუტი (რომლის პრეცენდენტიც არ არსებობს). 2. საერთო სასამართლომ გათელა კონსტიტუცია და ფეხებზე დაიკიდა საკონსტიტუციო სასამართლო. საერთოდ საკონსტიტუციო სასმართლოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. 3. საერთო სასამართლომ აღუკვეთა რუსთავი ორს განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა, რადგან უფლებამოსილება შეუწყვიტა ყველა წარმომადგენელს (იურისტებს მათ შორის). ერთადერთი ვისაც შეუძლიათ გადაწყვეტილების გაასაჩივრება, არიან ახლად დანიშნული "დროებითი მმართველები" რომლებიც საკუთარი თავის წინააღმდეგ, ლოგიკურია, რომ ვერც და არც გაიბრძოლებენ. 4. დაავალა "დროებით მმართველებს" მიუკერძოებლად გაუძღვნენ საწარმოს, მაშინ როდესაც ერთი "მმართველი" თავად არის მომჩივანი, მეორე - იმედის ყოფილი ხელმძღვანელი :)) გამოდის, რომ ზედა ინსტანციებში საქმის გაგრძელების შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს უნდა ედავონ. შედეგები: 1. დღეიდან ვემშვიდობებით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ქვეყანაში. 2. ვემშვიდობებით დემოკრატიას. 3. ვემშვიდობებით ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. 4. ვემშვიდებობით საერთაშორისო მხარდაჭერას. მალე ალბათ რუკიდანაც გავქრებით. ოთხწლედის მიზანიც შესრულებულია.რუსთავი 2-ის წილის მფლობელი გია ყარამანიშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს. ყარამანიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ურთმელიძე მომავალში იანკუკოვიჩის მოსამართლეების ბედს გაიზიარებს და ის ამისთვის ძალღონეს არ დაიშურებს.

ამავე დროს გია ყარამანიშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან ქვეყნის მომავალი.

“ეს მოსამართლე ყუოველ ჯერზე მოლოდინებს აჭარბებდა. მივმართავ მე მას რომ კარგად შეისწავლოს იანუკოვიჩის დროინდელი მოსამართლეების ბედი თუ სად არიან ისინი დღეს. მე გპირდებით რომ მე მომავალში მთელ ჩემ რესურს მომავალში დავხარჯავ, რომ თქვენ გაიზიაროთ ის ბედი რომელიც თავად აირჩიეთ. მე ამ განცხადებას, როგორც რუსთავი2-ის მფლობელი კი არ ვაკეთებარამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. დღეს ასე ვიწროდ არ დგას საკითხი. დღეს მთელი ქვეყანაა დასაცავი. დღეს არის ქვეყანაში მცდელობა, რომ დაამყარონ დიქტატურა. მე მინდა მოვუწოდო ყველას დაიცავით ქვეყნის მომავალი,” – განაცხადა გია ყარამანიშვილმა.

https://youtu.be/pQQ30FCmITo

banner
წინა სტატიაში,,ჩემთვის ეს გარდაცვლილი სასამართლო კიდევ ერთხელ გარდაიცვალა”
შემდეგი სტატია,,დღეს საქართველოს ხელისუფლება გასულია სამართლებრივი სივრციდან”