რას პასუხობს შს მინისტრი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

“ესეც ერთგვარი მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია, ერთ-ერთი კომპონენტია ამ დიდი შემოტევისა, რომ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მინისტრი უნდა გადადგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაწყებული მაქვს რიგითიდან და ხშირად მესმოდა ხოლმე ცნობები მინისტრის გადადგომის თაობაზე და ზუსტად ვიცი ასეთ დროს ქვედა რგოლების განწყობები როგორია. ჩემზე ვისაც რა უნდა ის თქვას, მე ამის პრობლემა არ მაქვს, მე არ მინდა პოლიციელებს გაუჩნდეთ დემოტივაცია და არ მინდა ნიჰილიზმმა დაისადგუროს სისტემაში”– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

 

“აბსოლუტურად დაცულები ხართ! დანაშაული ყოველთვის ხდებოდა, დანაშული ხდება და დანაშული მოხდება. მაგრამ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს”-აღნიშნა მინისტრმა

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი ე.წ “ჩადებებთან” დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაშს მინისტრი “ბირჟა მაფიას” კლიპზე: ეს არ არის კონკრეტული პოლიციელის გაშარჟება, ეს არის მთელი სისტემის დაკნინების მცდელობა