რას მალავს იზორიას უწყება

14813627_1231647016858797_159737247_nრა კითხვები აქვს ექსპერტ იოსებ ჭონქაძეს თავდაცვის სამინისტროსთან

 

თავდაცვის სამინისტრო ახალ სკანდალში ეხვევა – ორი დღის წინ, წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტ „კრწანისში“ სისხლიანი ინციდენტი მოხდა, რასაც თავდაცვის უწყება ცენტრში უკანონოდ შეჭრას უწოდებს. „სამი პიროვნება ცდილობდა, ცენტში უკანონოდ შეჭრილოყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ, როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა,“ – აცხადებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თუმცა ინციდენტის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახი ამ შეფასებას არ იზიარებს. რეალურად, რა მოხდა „კრწანისში“? – ამის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, თუმცა აღსანიშნავია, რომ სამხედრო ექსპერტები ოფიციოზის ვერსიას არ იზიარებენ. „თაიმერთან“ საუბრის დროს თავის ვერსიაზე საუბრობს სამხედრო ანალიტიკური  ცენტრის ხელმძღვანელი იოსებ ჭონქაძეც:

– საქართველსო თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობა დაფისქირდა, რა დროსაც გუშაგმა გაფრთხილების და ჰაერში გასროლის შემდგე, ცეცხლი გახსნა, რის შემდეგადაც უცხო პირების სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთილი იქნა. სამხედრო პოლციის დეპარტამენტმა, როგორც ცნობილია, გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სისცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს, თუმცა მომხდართან დაკავშირებით თავიდანვე ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა, რომელსაც თავდაცვის სამნისტროს მიერ გავრცელებეული ძალიან მწირი ინფორმაცია პასუხს ვერ სცემს. ბოლოს და ბოლოს, საქმე საქართველოს შეიარრებული ძალების სამხედო მოსამსახურის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას ეხება, რომელსაც საქართველსო 23 წლის მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

– იოსებ, მაინც, რა კითხვებით გაგიჩნდათ? გარდაცვლილისა და მისი თანმხლები პირების შესახებ საკუთარი არხებით რა ინფორმაცია მოიპოვე, ანუ ისინი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე რა მიზნით იმყოფებოდნენ?

ჩემი წყაროებით ინფორმაცია არ მომიპოვებია, თუმცა თავდაცვის სამნისტროს მიერ გარცელებული ინფორმაციიის ანალიზი გავეკეთე და შემიძლია, ჩემი ვერსია გაგიზიაროთ.

– კი ბატონო, გისმენთ…

– ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გარდაცვლილი გიგა შენგელიას დედის ინტერვიუ გაავრცელა, რომელიც აცხადებს, რომ მისი შვილი თბილისში, შეყავრებულის სანხავად იყო ჩასული. როგორც ირკვევა, გარდაცვლილის ძმა  კრწანისის სასაწავლო ცენტრშ მსახურობდა და ჯარიდან რამდენიმე თვის წინა გათავისუფლდა. ასე რომ, გამორიცხული არაა, ახლაგაზრდები სასწავლო ცენტრში მეგობრების მოსანახულებლად მისულიყვნენ. თვდაცვის სამნისტროს განცხადება, რომ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე, კერძოდ, ავტოპარკში  შეჭრილმა უცხო პირებმა გუშაგზე თავდასხმა განახორციელეს – ესროლეს ცეცხმქრობი , ნაკლაბად დასაჯერებულია.

– რატომ?

– არსებობს საფუძლიანი ვარაუდი, რომ ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი ახლაგაზდები მიუახლოვდნენ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიას, შესაძელბელია, უშუალოდ ცენტრის ტერიტორიაზეც შეაღწიეს, თუმცა ამის დასადასტურებლად თავდაცვის სამნისტროს არანაირი მტკიცებულებები არ წამოუდგენია, ანუ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვადიანმა სამხედრო მოსამსახურემ დაინახა რა საჭევო პირების მოძრაობა,  დაბნებულობის, შიშის, ან სხვა მიზეზის გამო, 5 გასროლა განახორციელა… მოკლედ, დასადგენია, რა ვითარებაში მოახდინა გუშაგმა ცეცხლსასაროლი იარაღიდან გასროლა – უშუალოდ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირის შესვლის შემდეგ თუ სასწავლო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საჭევო პირების მიახლოვებისას.

ასევე, გამოძიებას მოუწევს, დაადგინოს, შეჭრისას ადგილი ხომ არ ჰქონდა გუშაგის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების გადამეტებას; დასადგენია სასწავლო ცენტრში შემღწევ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ, გარდაცვლილის თანამზრახველებმა როგორ მოახერხეს მიმალვა ან „კრწანისის“ სასწავლო ცენტრზე განხორციელბულ შეღწევას რამე კავშირი ხომ არ აქვს ისლამური სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მიმართულებით ტერორისტული აქტების გაანხორციელბის მუქარასთან.

აქცენტი ისლამურ სახელმწიფოზე რატომ აკეთებთ?

– რატომ და, – მოგეხსენებათ, ბოლო დროს ინტერნეტში არაერთხელ გავრცელდა ქართულ ენაზე მოლპარაკე ისალმისტი მებრძლების ვიდეოჩანაწერები, სადაც ისლამისტი მებრძლები საქართველოს ტერორისტული აქტებით ემუქრებიან. „კრწანისის“ სასწვალო ცენტრი იმითაცაა საღურადღებო, რომ აქ სწავლებას და წვრთნას ხშირად გადიან ამერიკელი სამხეხროები და ნატო-ს წვერი სხვა სახლმწიფოების სამხედრო მოსამსახურები. როგორც წესი, ისლამისტი მებრძოლები თავს იმ სამხედრო ნაწილებს ესხმიანი, სადაც შეიარაღება, საბრძლო ტექნიკა და ტყვია-წამალი ინახება. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრზე „თავდამსხმელები“ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ყოფილიყვენ, რადგან „კრწანისის“ სასაწავლო ცენტრში სამხედრო შეიარაღება არ ინახება.

მოკლედ, თავდაცვის სამინისტროს მოუწევს, უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრისას ადგილი არ ჰქონია გუშაგის მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებამოსილების გადამეტებას.

სამხედრო სასწავლო ცენტრის ტერიტორია, რა თქმა უნდა, რუსთვალის პროსპექტი არ არის, სადაც ყველას შეუძლია თავისუფლად სეირნობა ,მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადასტუროს უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, ვიდეოთავლის ჩანაწერებით), რამდენად ადექვატური იყო გუშაგის მიერ სიტუაციისა და საფრთხის შეფასება და რამდენად ადექვატურად გამოიყენა ავტომატური ცეცხლსასროლი იარღი, ანუ ავტომატის გამოყენება  თავადსხმის ადექავტური უნდა ყოფილიყო.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრილ პირებს არანაირ სახის იარაღი არ ჰქონიათ და უიარაღო პირების დაკავება ავტომატიან გუშაგს, წესით, არ უნდა გასჭირვებოდა, მით უმეტეს, გუშგას რაციით საშუალება ექნებოდა, სხვა გუშაგებისთვის ოპერატიულად ეთოხვა დახმარება. ხოლო თუ რეალურად ჰქონდა სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე უცხო პირების შეღწევას ადგილი, მაშინ რატომ არ განახორციელეს სხვა თავდამსხმელების ძებნის ოპერაცია დაუყოვნებლივ? საბოლო სიტყვას გამოძიება იტყვის და გამორიცხული არ არის, საქმის კვალიფიკაცია შიცვალოს.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიხულოს მუნიციპალიტეტში მეექვსე დღეა დაკარგულ მოხუცს ეძებენ
შემდეგი სტატიამოსკოვმა ცივი ომის დაწყების შესახებ განაცხადა