რას გულისხმობს ახალი საპენსიო რეფორმა

 

 

 

პენსიის დაგროვების სისტემის დადებით მხარეებზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა. როგორც ძიძიკაშვილმა განაცხადა:  მოქალაქე განახორციელებს შენატანს საპენსიო ფონდში და წახალისების მიზნით, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდება, მას 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი შენატანი იქნება 6%. როგორც ძიძიკაშვილი აცხადებს აღნიშნული თანხა არ დაიბეგრება.

“არსებული პენსიონერები, კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან უკვე მიაღწიეს საპენსიო ასაკს. კერძო დაგროვებით სისტემაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს საპენსიო ასაკამდე, თუმცა როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, მას შეუძლია გააგრძელოს დაგროვება. მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, ეს თანხა 100% გადაეცემა მეუღლეს. ასევე, იქნება გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც მოქალაქე შეძლებს თანხა საპენსიო ასაკამდე გამოიყენოს”,-აღნიშნა ძიძიკაშვილმა.  მისივე თქით, პენსიის დაგროვებითი სისტემა საკმაოდ დაცული მექანიზმია. საპენისო ფონდებს მონიტორინგს სახელმწიფოც გაუწევს. მისი თქმით, თანხის დაკარგვის რისკი არ არსებობს. “ეს არის საკმაოდ დაცული მექანიზმი, გამომდინარე იქედან, რომ ამ ფონდის მართვას განახორციელებს კერძო სექტორი, მთავრობა ფონდის მართვაში არ და ვერ ჩაერთვება. მეორეს მხრივ, ამ ფონდის მართვას და საინვესტიციო პოლიტიკას განსაზღვარავს სახელმწიფო, ანუ, მას პარამეტრებს სახელმწიფო და მარეგულირებელი ორგანო წარუდგენს, მოახდენს ინვესტირების პროცესის ზედამხედველობას, მონიტორინგს, იმისთვის, რომ ეს პროცესი წარიმართოს გაწერილი კრიტერიუმებით. აქედან გამომდინარე, გაკოტრების ან თანხის დაკარგვის რისკი არ არის. რა თქმა უნდა, ინფლაციური რისკები არსებობს, თუმცა ამაზეც ექნება ფონდს თავისი მექანიზმი”,-განაცხადა ძიძიკაშვილმა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე დაინიშნა
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავას მხარდამჭერი პროფესორები შიმშილობას დროებით წყვეტენ