რას დაპირდა ერდოღანი თურქებს

თურქეთის პრეზიდენტმა და სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) გენერალურმა თავმჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში საარჩევნო მანიფესტი გამოაქვეყნა.

„უახლოეს ხანში, სათნოება, ნება და გამბედაობა… ანუ,  თურქეთი გაიმარჯვებს. ვფიცავ, რომ ახალი მმართველობის პერიოდში,  თურქეთი თანამედროვე ცივილიზაციის დონეს მიაღწევს. საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია და  ანგარიშის დეფიციტი დაეცემა

ამ დროისთვის,  თურქეთი რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა, ხოლო ახალი მმართველობის პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვან ძალად გადაიქცევა.

ახალი სისტემით,  სამთავრობო ძალაუფლებების გადანაწილება  დასრულდება.  სასამართლო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება. დემოკრატია,  ახალი სისტემით უფრო გაძლიერდება. უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება გვექნება. ასევე ეკონომიკის სფეროშიც სწრაფი ზრდა მოხდება

საპრეზიდენტო მმართველობის სისტემით,  ეროვნული შემოსავალი გაიზრდება. განსხვავებული შემოსავლის ჯგუფებს შორის უფსკრული  სწრაფად აღმოიფხვრება

ყველას საკუთრების დაცვა და ვაჭრობის თავისუფლება, კანონის უზენაესობით იქნება დაცული

ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები კვლავ „დამოუკიდებლობა“, „ეროვნული ინტერესები“, „ეროვნული უსაფრთხოება“ და „კეთილსინდისიერი პოზიცია“ იქნება. ჩვენ ვინმეს ბატონობას არ შევეგუებით და არც ვინმეს მიმართ ბატონობით ვიქნებით დაკავებული.

გლობალურ ძალად გადაქცევისათვის,  გავაგრძელებთ საკუთარი იარაღის წარმოებას. მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო შეიარაღებული აპარატების წარმოებასაც. ჩვენი მიზანი ასევე იქნება, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროში ეროვნული წარმოების იარაღი ვაწარმოოთ.

აინელარაბში, ჰასეკეში, სინჯარში კანდილში და ყველგან სანამ ბოლო ტერორისტიც არ იქნება ლიკვიდირებული, ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება”- აცხადებს ერდოღანი თურქი ამომრჩევლის წინაშე.

banner
წინა სტატიაშიუმნიშვნელოვანესია ამოცანაა სკოლასა და განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი უსაფრთხო გარემოს შექმნა – პრემიერი
შემდეგი სტატიაირანის პრეზიდენტი: ამერიკა მწარედ ინანებს