რამიშვილს სურდა ნიკა გვარამიასთვის “ქართულ ოცნებაზე” მასალების გადაცემა – ელისო კილაძე

გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ადასტურებს, რომ შალვა რამიშვილი მას შეხვდა და ნიკა გვარამიასთან შუამავლობა სთხოვა, რათა გადაეცა მასალები ქართული ოცნების შესახებ. ამ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. 

“ვადასტურებ ნიკა გვარამიას განცხადებას: შალვა რამიშვილმა ნამდვილად დამირეკა, იყო მოსული “ქრონიკა+”-ის ოფისში გუდაურის ქუჩაზე და მთხოვა ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია, რომ მისთვის გადაეცა მასალები “ქართულ ოცნებაზე” და ირაკლი რუხაძეზე. (მათ შორის აუდიო და ვიდეო მასალები)”- წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შალვა რამიშვილს მასთან კომუნიკაციის და რუსთავი 2-თან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა. გვარამიას თქმით, რამიშვილმა მასთან შეხვედრის ორგანიზება ჟურნალისტ ელისო კილაძეს სთხოვა, თუმცა რუსთავი 2-მა შალვა რამიშვილთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტზე რამაზ ნიკოლეიშვილის დისშვილი დააკავა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) “თუ ვინმე ინდუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, მაშინ ,,რუსთავი 2″-თან დაკავშირებულ ვერსიას განვავითარებ”