რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები – კახა კალაძე

“რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორ უნდა მოდიოდეს კვეთაში ავტობუსები მეტროსთან მიმართებაში, თუნდაც, ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებაში, გვჭირდება თუ არა საერთოდ ყვითელი მიკროავტობუსები,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ყვითელ მიკროავტობუსებთან მიმართებით კვლევის შედეგებს ელოდებიან, რის შემდეგაც განისაზღვრება ხედვა, თუ ეს საკითხი როგორ უნდა მოგვარდეს.

„ყვითელ მიკროავტობუსებთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით კვლევის შედეგებს, რომ გვქონდეს სრული სურათი, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მასთან დაკავშირებით. სატრანსპორტო მასტერპლანის კვლევა დაწყებულია და რამდენიმე თვეში სრული სურათი გვექნება, თუ როგორი უნდა იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი…როდესაც კვლევა გვექნება, შემდეგ უკვე მარტივი იქნება გადაწყვეტილების მიღება და ამასაც გავაცნობთ მოსახლეობას,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გახსნა
შემდეგი სტატიახანძარი ქუთაისში – ხანძარს 84 წლის ქალი ემსხვერპლა