“რამდენიმე სამინისტროს მიმართულებით იგეგმება ცვლილება”- ენერგეტიკის მინისტრი

„დარწმუნებული ვარ, რომ მოღვაწეობას ენერგეტიკის დარგში გავაგრძელებ, რა ფორმით და როგორ, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი და ამას ყველანი უახლოეს დღეებში გავიგებთ”, – ეს განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა. მისის თქმით, ამ ეტაპზე კონსლუტაციები მიმდინარეობს.

„ჩემთვის ცნობილია ის განცხადება, რომელიც პრემიერმა გააკეთა. რამდენიმე სამინისტროს მიმართულებით იგეგმება ცვლილება, მაგრამ დიდი ძვრები და გადაადგილებები არ იქნება. გუნდი რჩება გუნდად. თუკი ხარ გუნდის წევრი, მაშინ არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რა პოზიციაზე იქნები, მთავარია, რომ გუნდი ყოველთვის გუნდად რჩება”, – განაცხადა ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია”- მღებრიშვილი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმეზე
შემდეგი სტატიამაქაცარია გიორგაძის ნაცვლად: “ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც დავადასტურებ”