რამდენიმე საკაბელო ოპერატორი ხვალ, პროტესტის ნიშნად, „რუსთავი 2“,-ს „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა“ და „ჯიდიესს“ გათიშავს

ხვალიდან, დღის12.00 საათზე საკაბელო ტელევიზიების კავშირში შემავალი კომპანიები საპროტესტო რეჟიმში გათიშავენ რამდენიმე ქართულ ტელეარხს, კერძოდ – „რუსთავი 2“,-ს „კომედი არხს“, „მარაოს“, „იმედს“, „მაესტროსა” და „ჯიდიესს“.

აღნიშნულის მიზეზად აღნიშნული ტელეარხებისგან მათი სიგნალის გავრცელების სანაცვლოდ თანხის მოთხოვნა სახელდება.

როგორც საკაბელო ტელევიზიების კავშირშის მიერ გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, დამატებითი დეტალები, თუ რომელი საკაბელო ოპერატორი გათიშავს არხებს, ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

მათივე ცნობით, პრესკონფერენციას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირები გამართავენ.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ნარკომოვაჭრე დააკავეს
შემდეგი სტატია,,ლავას ოღლის” გამოშვება არჩევნებს უკავშირდება-ის ხელისუფლებისგან ახალ დავალებას მიიღებს