რამდენიმე საათი შუქისა და გათბობის გარეშე გაჩერებული მატარებელი ზესტაფონში

ზუგდიდიდან თბილისში მომავალი მატარებელის მგზავრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე მოუწიათ ყოფნა . შემადგენლობა ზესტაფონის რაიონში იყო გაჩერებული.

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, მატარებელი სამჯერ სხვადასხვა სადგურში გაჩერდა, რის შემდეგაც ის დამხმარე ელმავალს ჩააბეს. ბოლოს მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს.

შემადგენლობა თბილისში 5 საათის დაგვიანებით ჩამოვიდა. “საქართველოს რკინიგზაში” კი ირწმუნებიან, რომ მგზავრებს ლოდინი მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში მოუწიათ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ოცნება ჭაობში- მარიონეტების რესპექტაბელური სიხარბე
შემდეგი სტატია“ბავშვთა სამყაროს” დემონტაჟი სავარაუდოდ დღეს დაიწყება