რამდენიმე ბანკი ლონდონიდან სამუშაო ადგილის სხვაგან გადატანას აპირებს

რამდენიმე ბანკი ლონდონიდან სამუშაო ადგილის სხვაგან გადატანას აპირებს

5 (1)ბანკმა Morgan Stanley უკვე დაიწყო საკუთარი 2 ათასი თანამშრომლის გადასაყვანად ლონდონიდან დუბლინის, ან ფრანკფურტის მიმართულებით მუშაობა – “ბიბისი” წერს.
დიდი ბრიტანეთიდან გადაიყვანენ ბანკის ტოპ-მენეჯერებს და თანამშრომლებს, რომლებიც ინვესტიციაზე არიან პასუხისმგებელი.
ბევრმა ბანკმა დილის კომენტარები განაცხადა, რომ რეფერენდუმზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა გამარჯვებას არ ელოდებოდნენ.
ისინი ახლა ბრიტანულ ეკონომიკაში ვარდნას ელოდებიან, ასევე ელოდებიან ბრიტანეთისა და ევროპის პოლიტიკური რისკების გაზრდას.

ამერიკული ბანკი JPMorgan, რომელიც ლონდონშია ბაზირებული, აცხადებს, რომ ფინანსურ სექტორში სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდება.
ბანკები ევროპული სტრუქტურების შესანარჩუნებლად იძულებული იქნებიან ევროპაში გახსნან ოფისები, რაც ათობით ათასი ადამიანის სამუშაო ადგილის შეცვლას ან სამსახურის დაკარგვას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიშოტლანდია რეფერენდუმისთვის მომზადებას იწყებს
შემდეგი სტატიასავალუტო ჯიხურებში ერთი ამერიკული დოლარის ფასი 2.320 ლარია