რამდენია იმის ალბათობა, რომ ელექტრო სიგარეტი მოგკლავთ

რამდენად უსაფრთხოა ელექრო სიგარეტი? რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ამ მოწყობილობის აფეთქებით 38 წლის მამაკაცი გარდაიცვალა და ამის შესახებ ინფორმაცია მსოფლიოში უსწრაფესად გავრცელდა – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ვეიპინგის შედეგად ადამიანი მოკვდა. ამერიკელი ტოლმაჯ დ’ელია ფლორიდაში, საკუთარ სახლში თავის ქალის ტრავმით გარდაიცვალა – აფეთქებული ელექტრო-სიგარეტის ნამსხვრევებმა ქალაში შეაღწიეს და ტვინი დააზიანეს, გარდა ამისა, მან 80% დამწვრობა მიიღო.

ცნობილია, რომ ბრიტანეთში ელექტრო სიგარეტის გამო მომხმარებლებს დამწვრობები აქვთ მიღებული, თუმცა, მსგავსი შემთხვევები, მაინც საკმაოდ იშვიათია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ გარდაცვლილი ამერიკელი მოწყობილობის განსაკუთრებულ ტიპს ხმარობდა, რომელსაც უსაფრთხო ელექტრო სისტემა არ გააჩნდა და მსგავსი მოწყობილობები არც თუ ისე პოპულარულია. ასეთ მექანიკურ ვეიპებს დატვირთვის კონტროლი არ უყენიათ, თუმცა, შესაძლებელია ე.წ. “ვარივოლტებიც” გახდნენ უსიამოვნებების მიზეზი იმ შემთხვევაში, თუკი მოხმარების წესები არ იქნება დაცული.

“ვეიპინგის ენთუზიასტები ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს სხვადასხვა ელემენტებზე, ნიკოტინის სითხეზე, ოპტიმალური შემადგენლობის ძებნაში. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს ის, რომ მოწყობილობა ჯერ ძალიან ხურდება, შემდეგ კი ფეთქდება” – ამბობს მარკ გარდინერი, ბრიტანეთის სავაჭრო სტანდარტების უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი. ამავე დროს, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გადახურება ემუქრება ყველა მოწყობილობას, რომელსაც ლითიუმის ელემენტები აქვს. “ბევრმა არ იცის, რომ ასეთი რამ შესაძლებელია. სათადარიგო ელემენტები აუცილებელია სპეციალურ ჩასადებში იდოს, თუკი აპირებთ, რომ ჯიბეში გედოთ” – ამბობს გარდინერი.

banner
წინა სტატიაშისურსათის სააგენტომ ერთ-ერთი თურქული საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი შეაჩერა
შემდეგი სტატიაერაყის საპარლამენტო არჩევნებზე ას-სადრის შიიტურმა ბლოკმა გაიმარჯვა