რამდენი ბაყაყია? – დაპირისპირება პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე (ვიდეო)

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. უმცირესობის წარმომადგენლებს პედაგოგების შრომის ანაზღაურების საკითხი აინტერესებდათ.

„სერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა შეასრულეს თუ არა თავისი მოვალეობას სახელმწიფოს წინაშე? ეკუთვნით თუ არა მათ 800 ლარი? თქვენ არ ავალდებულებთ სკოლებს, რომ შეუვსონ სწორედ ამ მასწავლებლებს და მათი საათები არ მისცენ სხვას. არის თუ არა ასე? ძალიან მარტივად გეკითხებით, არ არის საჭირო აქ ვნებები,“ – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ მურღულია აცხადებს, რომ ყველა მასწავლებელი დატვირთვის შესაბამისად იღებენ ანაზღაურებას.

ოპოზიციას კითხვები ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან დაკავშირებითაც ჰქონდა. რაზეც განათლების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

თეიმურაზ მურღულიამ აღნიშნა, რომ ის ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, რაზეც სერგო რატიანმა მიმართა ეპასუხა, თუ „რამდენი ბაყაყია უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.”

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა კი დეპუტატებს 8 ოქტომბერს გადაღებული ფოტო მასალა წარუდგინა, რომელზეც ჩანს, რომ ის მინდორი, სადაც უნივერსიტეტი უნდა აშენდეს, ცარიელია.

https://youtu.be/Zngj93xI6U4

banner
წინა სტატიაში,,საქართველოს პრეზიდენტმა იტალიაში აფხაზეთში მიმდინარე ე.წ წვრთნები გააპროტესტა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრა”
შემდეგი სტატიალავას ოღლიმ მეშვიდე საპყრობილე დატოვა