რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო, მით მეტად ენდომებათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს რეინტეგრაცია

თქვენ უნდა იყოთ წარმატებული ქვეყანა, გქონდეთ საუკეთესო უნივერისტეტები, ჯანდაცვა, ეკონომიკური ზრდა, დანერგოთ რეფორმები და ამის შემდეგ გახდებით მიმზიდველი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“რუსეთისგან ამ მიმართულებით პოზიციის ცვლას არ უნდა ველოდოთ, თუმცა, რამდენადაც წარმატებული იქნება საქართველო, მით მეტად ენდომებათ ამ რეგიონებს რეინტეგრაცია”,- აღნიშნა ვოლკერმა.

მისივე თქმით, საქართველო მზად უნდა იყოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან როცა ალიანსი გაფართოებას გადაწყვეტს, ქვეყანადა მზად უნდა იყოს.

“რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, საქართველო უნდა მოემზადოს ამისთვის. ალიანსი ამ ეტაპზე გაფართოვებისთვის მზად არ არის, მაგრამ როცა ეს მომენტი დადგება, საქართველო უნდა იყოს მზად”,- განაცხადა ვოლკერმა.

banner
წინა სტატიაშიბრიჯიტ ბრინკი – ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას პოლიტიკურ დონეზე იმის საჩვენებლად, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
შემდეგი სტატია1 500 დევნილ მოქალაქეს ბინა საკუთრებაში გადაეცემა