რამდენად აუცილებელი იყო ძალის ასეთი დემონსტრაციული გამოყენება, მოვისმენ შსს-ს კომენტარს – აკაკი ზოიძე კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციებს გამოეხმაურა. დეპუტატს ძალოვან უწყებასთა კითხვები აქვს.
„სანამ არ მოვისმენ ახსნა-განმარტებას ამის თაობაზე, რა საჭიროა ასეთი მასშტაბური აქცია 8 ნარკორეალიზატორის დასაკავებლად, მანამდე კომენტარი არ მაქვს. აქ საუბარია, კონკრეტულად ამ შემთხვევაში რამდენად აუცილებელი იყო ძალის ასეთი დემონსტრაციული გამოყენება. ამ თემაზე მოვისმენ მე შსს-ს კომენტარს,“ – განაცხადა ზოიძემ.

გუშინ ღამით თბილისის კლუბებში სპეცოპერაციები ჩატარდა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის ბრალდებით 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ცოტა ხნის უკან კლუბებში გაყიდულმა ნარკოტიკმა შეიწირა ათამდე ახალგაზრდა!
შემდეგი სტატიაეს არის მცოცავი, მზარდი დიქტატურა, როდესაც ივანიშვილმა ქართული პოლიცია დაუქვემდებარა ბერას – ხატია დეკანოიძე