რამაზ საყვარელიძე: “რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა პრაგმატულია”

რუსეთის მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა პრაგმატულია, 1921 წელს ქვეყნიდან გაქცეული, საფრანგეთში მყოფი მთავრობა დადიოდა და ყველას ეხვეწებოდა, რომ საქართველო რუსეთისგან ეხსნათ, მაგრამ ყური არავინ დაუგდო. საბედნიეროდ, დღეს ცოტა უფრო აქტუალური ვართ, მაგრამ მსოფლიოს ჭიპი მაინც არ ვართ, – განაცხადა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემა 2030-ში.

“თუ რეალობიდან ამოხვალ, უნდა ეცადო, მიიღო ის, რისი მიღების შანსიც მოცემულ მომენტში გაქვს და დღეს ამ შანსს საქართველო მაქსიმალურად იღებს. რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას უცხოელები ყოველთვის გვთხოვდნენ, რადგან რუსეთით თავის ატკივება არავის უნდა. რიტორიკა, რომ რუსეთის საგინებლად ყველა მაღალი ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, არასწორია, რადგან იმ მაღალი ტრიბუნის მაღალი პირები რუსეთის გინებაში არ გამოგვყვებიან. თუ ნიადაგი გამზადდება, რომ NATO, ამერიკა და ევროპა რუსეთს ებრდღვნებიან, აი, იქ შენი წიხლი რომ მიაყოლო, შეიძლება, მაგრამ თუ ეს რუსეთი მეგობრად უნდათ და შენ კიდევ წიხლი ურტყი, შენსა და ევროპულ პოლიტიკას შორის დისონანსი შეიქმნება და ამ დისონანსში შესაძლოა, ორივე მხარესთან წააგო”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა:”დღეს, მსოფლიომ შემოქმედებით სფეროში კუმირი დაკარგა”
შემდეგი სტატიაჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია