რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. გოჩა სვანიძე დელეგატებმა 35 ხმით აირჩიეს. ილია ზედგინიძემ კი 32 ხმა აიღო.

არჩევნები მცირე ხმაურის ფონზე წარიმართა. ხმის მიცემის დროს კანდიდატების მხარდამჭერებმა რამდენჯერმე პროტესტის ნიშნად დარბაზიც დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სულ 2 კანდიდატი იბრძოდა-კავშირის გამგეობის წევრი გოჩა სვანიძე და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია ზედგინიძე.

ხმის მიცემის დაწყებამდე უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ საკუთარი 4 წლიანი საქმიანობა შეაჯამა. სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ 15-15 წუთი პრეზიდენტობის კანდიდატებსაც ჰქონდათ.

banner
წინა სტატიაშიonline sesxebi საქართველოში – შეავსეთ თქვნი მეორე საფულე 15 წუთში
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში H1N1 ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოს 159-მა ადამიანმა მიმართა