რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი რამდენიმე დღეში დასახელდება

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა.
“რაგბის კავშირის გამგეობა ახალი ყრილობის ჩატარების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. შემდეგ ჩატარდება ყრილობა, რომელზეც რაგბის კავშირის ახალ პრეზიდენტს ავირჩევთ”, – განაცხადა ნიჟარაძემ.
ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.

banner
წინა სტატიაშიფეისბუქი ფსევდონიმებს დაუშვებს გამონაკლის შემთხვევებში
შემდეგი სტატიაპოლონელმა ექსპერტებმა ოქროთი სავსე მატარებელი ვერ იპოვეს