რაგბის კავშირის ყრილობა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყება

რაგბის კავშირის ყრილობა ერთი საათის დაგვიანებით 14:00 საათზე დაიწყება. დაგვიანების მიზეზი დელეგატების რეგისტრაციის დაწყება გახდა, რომელიც ამ დროისთვის სრულდება.

ყრილობა დახურული იქნება ჟურნალისტებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტს ირჩევენ. პოსტისთვის 2 კანდიდატი-ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე იბრძოლებენ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგოჩა სვანიძე – გაიმარჯვებს ის, ვის კანდიდატურასაც რაგბის სამყარო მხარს დაუჭერს