Radiohead-მა ახალი კლიპი გამოუშვა- Burn The Witch (ვიდეო)

გუშინ ინტერნეტიდან გაქრობის შემდეგ “რედიოჰედის” საიტი ისევ აღდგა – საიტზე განთავსებულია სიმღერა Burn The Witch-ზე გაკეთებული ახალი კლიპი. სიმღერა, სავარაუდოდ, ახალი ალბომიდან არის.

სიმღერა Burn The Witch 2003 წელს ფრაგმენტულად დაუკრეს. მისი სათაური ალბომ Hail To The Thief-ის ბუკლეტში გამოჩნდა. ყველა შემდეგ ტურნეში მუსიკოსები ამ სიმღერის ნაწყვეტს ასრულებდნენ, მაგრამ ის მხოლოდ დღეს გამოჩნდა სრულად. სიმღერის ტექსტი ტომ იორკმა 2007 წელს გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე შვილების ფოტოები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალისტი მადრიდის “ატლეტიკო” გახდა