“რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ხაჯიდა ისმაილოვა გაათავისუფლეს

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ხაჯიდა ისმაილოვას გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. მას შვიდი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. სასამართლომ თავდაპირველად მას სასჯელი შეუმცირა, ისმაილოვამ კი ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2014 წლის დეკემბერში გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავეს. ერთი წლის შემდეგ კი გაასამართლეს და პატიმრობაც მიუსაჯეს. ადამიანის უფლებათა დამცველები მის დაპატიმრებას შურისძიებად აფასებდნენ და აცხადებდნენ, რომ ის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის კორუფციასთან კავშირზე მომზადებული სტატიების გამო დაისაჯა.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ჯანდაცვის პროგრამაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს
შემდეგი სტატია(video) გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს თვითმმართველობის ოთახი დაიკავეს