რადიო “თავისუფლების” ევროპული ბიურო “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის

რადიო

radioრადიო “თავისუფლების” ევროპული ბიურო “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სტატიას უძღვნის სათაურით “საქართველოს მოუწოდებენ, მედიის დამოუკიდებლობას პატივი სცეს”.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აშშ-მ ღრმა შეშფოთება გამოთქვა “რუსთავი 2”-ის მმართველობის შეცვლის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გამო,Freedom House-მა კი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, “შეწყვიტოს მედიის საქმეებში ჩარევა”.
ანალოგიური შინაარსის პუბლიკაციას აქვეყნებს “ამერიკის ხმაც”. სტატიაში წერია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთება გამოთქვეს მედიის სფეროში უფლებადამცველებმა და დიპლომატებმა ევროპიდან და აშშ_დან.
სტატიაში მოყვანილია მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის დუნია მიატოვიჩის განცხადება, რომლითაც ის მოუწოდებს საქართველოს სასამართლოს “სრულად სცეს პატივი “რუსთავი 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას”.
“ამერიკის ხმა” აღნიშნავს, რომ ერთობლივი განცხადება “რუსთავი 2”-ის საქმეზე აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა საელჩოების ხელმძღვანელებმა გააკეთეს.

წყარო

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი შიმშილობას იწყებს
შემდეგი სტატიათბილისში 2016 წლიდან ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ