რადაში უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთობლივი სამხედრო ბრიგადის შექმნაზე განაცხადეს

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ანდრეი პორუბი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ერთობლივი სამხედრო ფორმირების შექმნის შესახებ წინადადებით გამოვიდა კონფერენციაზე “საქართველო, მოლდოვა და უკრაინა: “აღმოსავლეთ პარტნიორობა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები”. მისი თქმით, “ეს კარგი იდეა იქნებოდა პირველი მსჯელობისთვის… თვითონ ფორმატი და თვითონ ფაქტი ერთობლივი სამხედრო ფორმირების შესახებ სიმბოლური და პოზიტიურია ” – თქვა პორუბიმ, რომლის აზრითაც “სამივე სახელმწიფოს ძალიან ბევრი ერთნაირი ამოცანა აქვს მრავალ სფეროში, მათ შორის საინფორმაციო, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და სამხედრო სფეროებში”.

banner
წინა სტატიაში ტრამპმა რუსეთს სანქციები ერთი წლით გაუხანგრძლივა
შემდეგი სტატიაოსი მილიციელების ,,ბეზპრედელი,, ცხინვალში (ვიდეო)