რადას წინ მომიტინგეებმა ნაძვის ხე ძროხის თავებით მორთეს

რადას წინ მომიტინგეებმა ნაძვის ხე ძროხის თავებით მორთეს

რადას წინ მომიტინგეებმა ნაძვის ხე ძროხის თავებით მორთესუკრაინაში მომიტინგეებმა უმაღლესი რადას წინ პარლამენტის ნაძვის ხე ძროხის თავებით მორთეს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
პარლამენტის წინ მოედანზე აგრარული პარტიის დაახლოებით ათასი მომხრეა შეკრებილი. მათ უჭირავთ ტრანსფარანტები: “არ დავუშვებთ შიმშილობას უკრაინაში”, “არ არის ძალა, არ არის სახელმწიფო”, “იაცენიუკის მთავრობა გადადგეს”, “არა სამთავრობო ფსევდორეფორმებს”.
ძროხის მოჭრილი თავები სიმბოლურად დანგრეულ სოფლის მეურნეობას ნიშნავს.
აგრარული პარტიის წარმომადგენლები კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომლის მიხედვითაც დამატებითი ღირებულების და სხვა გადასაახდების შეღავათები უქმდება სოფლის მეუბრეობის წარმოებაზე. პარტიის მონაცემების მიხედვით, საგადასახადო ცვლილებები სოფლის მეურნეობის ნგრევას გამოიწვევს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან სიგნალებს ვხედავთ
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: “ვლადიმეროვიჩს ჩემი დავიწყება არ შეუძლია “