უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ბიროსლავ ბერეზმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, არსენ იაცენიუკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა – ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა.
“პატარა ინსაიდი. სესიის დარბაზი ახლა იაცენიუკის განცხადებას ელოდება გადადგომის შესახებ. განცხადება უკვე დაწერილი აქვს” – წერია “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, რომ 14 მარტს უკრაინის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ის მზად არის თანამდებობა დატოვოს, თუკი რადა შესაბამის ხმათა რაოდენობას მოაგროვებს.