(video) დაიღუპა აფხაზი ხალხი–რად გვინდა ნატო, აფხაზი ხალხი გადაშენების გზაზეა

“პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატის, ადა მარშანიას განცხადებით, მეცხრე მოწვევის პარლამენტი ხელოვნური და ყალბია, – ამის შესახებ ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტი ადეკვატური უნდა იყოს იმის, რაც ქვეყანაში ხდება. “მინდა შეგახსენოთ, რომ

“ჩვენ პარლამენტში ვიმყოფებით და არა თემებზე მოსაუბრე ორგანოში. პარლამენტი ადეკვატური უნდა იყოს იმისა, რაც ქვეყანაში ხდება. უკვე ჩანს, ეს პარლამენტი რამდენად ყალბი და ხელივნურია. ახია თქვენზე, პარლამენტში “ნაციონალები” მეორედ რომ გიზით. ეს ვისი დამსახურებაა? – თქვენი. იმის ნაცვლად, რომ ცხრა წელი შეგეფასებინათ, აქ მკვლელები გიზით. ჩვენი მიზანი რა არის ნატო-ში თუ აფხაზეთში შესვლა? რად გვინდა ნატო, აფხაზი ხალხი გადაშენების გზაზეა”, – მიმართა მარშანიამ უმრავლესობას.

რატომ მივდივარ მოსკოვში? ზუსტად იმ ოკუპანტ აგრესორს რომ ვკითხო – როდემდე აპირებ ასე ცხოვრებას? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოლოს და ბოლოს, ეს უმძიმესი პროცესი დავძრათ? რა გინდათ ჩვენგან ბოლოს და ბოლოს? რატომ არის ეს მიუღებელი? რატომ არის ეს შეუძლებელი? პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, გველეშაპი კი არ არის. პრეზიდენტია, ადამიანია ჩვეულებრივი. შენი სამშობლოს ნაწილების დასაბრუნებლად პუტინთან კი არა, სად არ უნდა წახვიდე ადამიანი-განაცხადა ადა მარშანიამ.

 

 

https://youtu.be/D5QKux6_WEI

banner
წინა სტატიაშიპარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ხალხის ევაკუაცია მოხდა
შემდეგი სტატია(video) ადა მარშანიასთან ერთად, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა მისმა ფრაქციის წევრებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტეტეს