,,რაც უფრო, სკანდალური იქნება მისი განცხადებები ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს” – გია ვოლსკი მუხთარლის განცხადებებზე

საპარლამენტო უმრავლესობა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის იმ განცხადებებს აფასებს, სადაც მუხთარლი მისი საქართველოდან გატაცების სქემაზე საუბრობს და გატაცებაში ჩართულ მაღალი თანამდებობის პირებს ასახელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მუხთარლი მსგავსი ხმაურიანი განცხადებებით საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

,,საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია , თავად აფგან მუხთარლი. იმ ბრალდებებისა ფონზე, რომელიც აზერბაიჯანულმა სასამართლომ წაუყენა და ამ რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს სჭირდება, როგორც თვითონ გეგმავს, საერთაშორისო ყურდღება. რასაკვირველია, რაც უფრო, სკანდალური იქნება მისი განცხადებები ფიქრობს, რომ მეტ ყურადღებას მიიქცევს.

წლების განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში, საკმაოდ კომფორტულად არანაირი პრობლემა მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ შექმნია, თუმცა არც ამ ჟურნალისტური საქმეების შესახებ რომელიმე აქ მყოფს გაუგია ბევრი.“-აცხადებს ვოლსკი.

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ცილისწამებაში ადანაშაულებს ეკა ბესელია. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მუხთარლის განცხადებები მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.

,,ეს შეთქმულების იდეა და ბრალდება ,რომელიც გახმოვანდა პრემიერ მინისტრის თუ ყოფილი პრემიერის და მთავრობის მიმართ ეს იყო აბსოლუტური სიცრუე რა თქმა უნდა ამ ინფორმაცია არანაირ რეალობასთან არ აქვს შეხება ეს გახლდათ პირდაპირი ცილისწამება და ბრალდება, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი.”-აცხადებს ბესელია.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის ხუთი წლის შედეგები შეაჯამა
შემდეგი სტატია“დახედეთ რუკას და მიხვდებით” – მეუფე გრიგოლი საპატრიარქო ტახტისთვის დაწყებულ ბრძოლაზე საუბრობს