„ის, რაც თქვენთვის არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი“ – აკაკი ბობოხიძე აქციზებზე ფასების მატებაზე

აკაკი ბობოხიძე: ხელისუფლების მხრიდან რუსული ბაზრის მიმართ გაჩენილმა ცრუ მოლოდინებმა, ქვეყანა გამოუვალ ჩიხში შეიყვანა

ისინი, ვინც ,,ქართულ ოცნებას” ხმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ჯინაზე მიეცით ამ ნანგრევებში თქვენც მოჰყევით, -განაცხადა ,,ენმს“ დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომაზე.

მისი თქმით, ყველა ის ადამიანია პასუხისმგებელი შექმნილ მზიმე ვითარებაზე, რომელებიც არჩევნებზე ,,დარიგებული 10 ლარის გამო მივიდა“ და ,,ქართულ ოცნებას მისცა ხმა“.

”სიგარეტზე აქციზიის გაძვირების გამო, ადამიანები სიგარეტს თავს არ დაანებებენ – უბრალოდ, იძულებული გახდებიან უფრო იაფ და მდარე ხარისხის თამბაქოზე გადავიდნენ, რაც მათ ჯანმრთელობას კიდევ უფრო დააზიანებს. ადამიანებმა იმის ნაცვლად, რომ 2010 წლის მანქანა იყიდონ, იძულებული გახდებიან, იყიდონ 2005 წლის მანქანა ან კიდევ უფრო ძველი მანქანა, რომელიც უფრო დააზიანებს გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. ნავთობპროდუქტებზე ფასების გაძვირების შემდეგ, ადამიანები იძულებული იქნებიან მანქანაში ჩაასხან არა მაღალი ხარისხის ბენზინი, არამედ ფასის გამო, დაბალი ხარისხის ნებზინი, რომელიც ასევე დააზიანებს გარემოს და დააზინებს იმ ადამიანებს, რომლებზეც ვითომ და, თქვენ ზრუნავთ. განსაკუთრებით ცინიკური იყო რამდენიმე თანამდებობის პირის, მათ შორის ვიცე-სპიკერის განცხადება, (რომლის შემოსავლები, თუ საწვავსაც ჩავთვლით, შეიძლება 7 ათასს ლარამდეც ადის), რომ თურმე ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდ მოიმატებს. ბატონებო, ის რაც თქვენთვის, მათ შორის ჩემთვის, არის უმნიშვნელო მატება, არის სიკვდილ-სოცოცხლის საკითხი – თქვენთვის არის ეს პრობლემები უმნიშვნელო და არა რიგითი ადამიანებისთვის და პენსიონერებისთვის”, – განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსით გამოცხადდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა