“რაც ხელოვნურია, ყველაფერი დროებითია” – პაატა ბურჭულაძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების დღესთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა პაატა ბურჭულაძე.

სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი სოფელ სობისში, იმ ადგილას ჩავიდა, სადაც ოკუპანტების მიერ ქართული მიწის და ადგილობრივების მოსავლის მითვისება ხდება.

პოლიტიკოსი მოსახლეობას შეხვდა და ხელისუფლებას დიპლომატიური ძალისხმევისა და არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებისკენ, ასევე ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების დასაცავად, ქმედითი მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდა.

„ეს არის იმ ხალხის ნაწილი, ვინც ტერორში ცხოვრობს 24 საათი. ეს არის ის ხალხი, ვისაც უჭირს, ესენი არიან ჩვენი ძმები და დები. დღეიდან ის ტერიტორია, სადაც ვდგავართ ჩვენ, უკვე იქნება ოკუპირებული. ეს არის საშინელება რაც ხდება, მაგრამ რაც ხელოვნურია, ყველაფერი არის დროებითი,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ორი რუსი ტურისტი გაქურდეს – მოპარულია 10 ათასი ლარი
შემდეგი სტატიაიტალიაში მსხვერპლის რაოდენობა 267-მდე გაიზარდა