,,რა ვქნათ ახლა, ზუგდიდიში წავიდეთ, ჩავიცუცოთ და ქურდებს დავუძახოთ, რომ ჩვენ ნარმანიასთან გავარკვიოთ ვითარება?!”-ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

რა ვქნათ , ჩავიცუცქოთ და ქურდებს ვთხოვოთ გაარკვიონ ნარმანიასთან?- ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თამარ ჩიქოვანის გადაცემაში განაცხადა, ელისაშვილმა გუშინ მერიაში მომხდარ ინცედინტზე ისაუბრა.

მისი თქმით, გაუგებარია, რატომ არ შეუშვეს საკრებულოს 6 დეპუტატი დავით ნარმანიასთან სესახვედრა.

,,ექვსი ადამიანი 4 კაცი და 2 ქალი მივედით, დაცვამ არ შეგვიშვა, იქ რა უნდა გვექნა ისეთი? ჩვენთვის ეს შეურაცხმყოფელი იყო. ჩვენ არ ვართ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და ნარმანია არ არის ჩვენი გამგე. ვინაიდან საკრებულოს და მერიის ურთიერთობა რეგულირდება კანონებით. გვითხრან თუ ეს კანონები გაუქმდა. ერთხელ მოხდა იგნორირება და ნარმანიამ გვითხრა საქმეები მაქვს გასაკეთებელი და ამიტომ ჩემ თანამშრომლებს ავუკრძალე მისვლა. ჯერ ერთი ნარმანიას გაკეთებული საქმე არ გაიშვას, მაგრამ კანონი გავალდებულებს რომ უნდა მოხვიდე.

ჩვენ თუ სახელმწიფო გავაუქმეთ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ გვაინტერესებს, თვითმმართველობის კოდექსი არ გვაინტერესებს, საკრებულო რეგლამენტი არ გვაინტერესებს, აბა რა ვქნათ ახლა, ზუგდიდიში წავიდეთ, ჩავიცუცოთ და ქურდებს დავუძახოთ, რომ ჩვენ ნარმანიასთან გავარკვიოთ ვითარება?! ეს ხომ აბსურდია. 1990 წლებში ასეთი ქვეყანა გვქონდა ჩვენ, ავტომატიანები ტიპები რომ წყვეტდნენ რა როგორ უნდა მომხდარიყო. მე ეს არ მინდა”,

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო: წმინდა სინოდის სხდომის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის
შემდეგი სტატიაუზენაეს სასმართლოს დიდმა პალატამ შეკრება დაიწყო – “რუსთავი 2” გადაწყვეტილების მოლოდინში