”რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული სოციალური დახმარებაც მომიხსნეს” – 80 წლის მოხუცის მიმართვა

გაზეთი ბათუმელები ურეხის დასახლება #13-ში მცხოვრები 80 წლის ვენერა ზაქარიაძის მთავრობისა და საზოგაოებისადმი მიმართვს ავრცლებს.

”მოგმართავთ ურეხში მცხოვრები 80 წლის ვენერა ზაქარიაძე, რათა ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ. 25 წლის შვილიშვილი რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, სახლში ჩემი ავადმყოფი შვილი, რძალი და შვილთაშვილი დავრჩით. არ გვაქვს არანაირი შემოსავალი, რითაც არსებობას შევძლებთ. 180 ლარი პენსია რაში უნდა გვეყოს? სახლი ავარიულ მდგომარეობაში, მარჩენალიც არავინ გვყავს.

რა ვიზალიბერალიზაცია, დანიშნული სოციალური დახმარებაც მომიხსნეს, მაშინ, როცა საყოფაცხოვრებო ნივთებიც კი არ გაგვაჩნია.
უკიდურეს გაჭირვებაში მრავალი წელია რაც უკვე ვართ და არავინ ყურს არ გვიგდებს. არ მაქვს სარეცხი მანქანა, გაზი და პირველადი მოხმარების საგნები…

უმორჩილესად გთხოვთ, რომ ჩემი სატკივარი გულთან მიიტანოთ.

მეტი გზა აღარ დამრჩა” – ნათქვამია მიმართვაში.

წყარო ”ბათუმელები”

banner
წინა სტატიაშიპროკურორი : ”მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვინ მიჰყიდა ბრალდებულს ციანიდი და იარაღი”
შემდეგი სტატია15 არასაპარლამენტო პარტია “ქართულ ოცნებას“ მიმართავს