რა ვითარებაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და რატომ აღმოჩნდა იგი პოლიტიკურ ნოკაუტში?

ლაგოდეხის საკრებულოს ოპოზიციური პარტიის წევრების სტატუსმა და ვიდეო მიმართვამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.  მათი  განცხადებით,  პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი უხეშად ერევა საკრებულოს საქმიანობაში და შესაბამისი ქვორუმის არ არსებობის დროს, საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სათანადო პროცედურების დაუცველად და არაუფლებამოსილი პირების დახმარებით, საკრებულო იღებს არასამართლიან გადაწყვეტილებას.
 ევა ლომთაძე (საკრებულოს წევრი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა)
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელიც განსაზღვრული დროით ორ საათზე უნდა დაწყებულიყო გუშინ, საკმაოდ დაგვიანებით დაიწყო. ვითარება, რომელიც საკრებულოშია შექმნილი თითქმის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა იმ სიტუაციას, რაშიც თავი ჩაიყენა მმართველმა გუნდმა ლაგოდეხში, საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით. საკრებულოს ოპოზიციურმა ძალებმა-საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ,,ევროპული საქართველოსა” და საკრებულოს ფრაქცია ,,დამოუკიდებლობის”, ასევე საკრებულოს წევრების ერთმა ნაწილმა ,,ქართული ოცნებიდან” მას შემდეგ რაც გამოხატა საკუთარი უარყოფითი და ერთიანი პოზიცია საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საკრებულოს ბიუროს წინა სხდომაზე, დაიწყო ,,საქმის გარჩევები”, დეპუტატთან დაბარებები მმართველი პარტიის იმ წევრებისა, რომლებთანაც ჰქონდათ თავიანთი შეხედულებები საკრებულოში მიმდინარე პროცესებზე. სადამსჯელო მოქმედების გამოხატულება იყო ,,ურჩთა ჭკუის სასწავლებლად” საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-მრეწველების დაშლა” (არადა, ეს ფრაქცია სულ ახლახანს იქნა ჩამოყალიბებული). ბიუროს დღევანდელი სხდომა, რომლის კანონიერებაც ნამდვილად იწვევს ეჭვს, ჩატარდა რეგლამენტის მუხლების ,,ჭრისა და კოპირების”განსაკუთრებული პრინციპით, რათა დაეძლიათ საკრებულოში ,,პოლიტიკური ნოკაუტი”.
საკრებულოს ოპოზიციური ძალები დავაფიქსირებთ რა ხვალინდელ სხდომაზე ერთიან პოზიციას საკრებულოში არსებულ ვითარებაზე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საკრებულოს ის წევრები მმართველი პარტიიდან, რომელთა ობიექტურობაც უკვე დაფიქსირდა, ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე იქნებიან მართალნი საკუთარ პოზიციასა და არჩევანში დღევანდელ სხდომაზე“.

გიორგი ენუქიძე (საკრებულოს წევრი – ევროპული საქართველო)

[fbvideo link=”https://www.facebook.com/100009752495522/videos/570587663276312/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

საკრებულოს ოპოზიციის წევრები ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე ზემოდ აღნიშნული ვითარების გაპროტესტებას აპირებენ.
PS. გაგრძელება იქნება.

 

ლალი ხუბულავა სპეციალურად “თაიმერისთვის”

banner
წინა სტატიაში{VIDEO} აფხაზეთში ახალი მავნებელი ე.წ. პალმის წითელი გრძელცხვირა გამოჩნდა
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დღეს ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარდება