“რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი”- პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე

“შიგნით არის ჩადებული ისეთ ისისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა”- ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე, ბათუმში გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე ისაუბრა:

„ჩვენ უნდა გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს ამ საარჩევნო სისტემაში უზრუნველყოფილია. უზრუნველყოფილია , მაგრამ შიგნით არის ჩადებული ისეთ ისისტემა, რომელიც ჩემზე და ბევრ ადამიანზე არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არის სამართლიანი სისტემა. რა არის არჩევნების სამართლიანობის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვასრულებთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, მივდივართ საარჩევნო უბანში და ვირჩევთ პოლიტიკოსს. თითოეული ჩვენი ხმა არის უაღრესად ფასეული. ეს ხმა ქმნის ხელისუფლებას, ამ ხმების გათვალისწინება ქმნის დემოკრატიას და შევხედოთ რა სისტემა არის ჩამოყალიბებული. პირველი- 5% საარჩევნო ბარიერი, რომელიც თავისთავად ოპოზიციური პარტიებისთვის პრობლემურად მაღალია, შემდგომი ნაბიჯი – ბლოკების უარყოფა, როდესაც მე ვუსმენდი პატივცემულ გამომსვლელებს, მათთვის ესეც მიუღებელია.
ახლა როდესაც ამის ლეგიტიმაცია ხდება იმიტომ, რომ ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციურ პარტიებს, ეს ოპოზიციური პარტიები ხომ არ არიან გასულები მომსახურეობის ზონიდან, ჰკითხეთ ოპოზიციურ პარტიებს, რა უნდათ, როგორ უნდათ მათ რომ ხელი შეუწყოთ.
თუ ჩვენ მათ პრობლემას ვუქმნით და ისინი ამბობენ, რომ 5%-იანი ბარიერიც და ბლოკების შექმნაც არის ჩვენთვის პრობლემა, რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი. რატომ ვიცი მე უკეთესად. რატომ არ ვეკითხები ოპოზიციონერებს, თქვენ როგორი სისტემა გინდათ,“-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მე და „ქართული ოცნება“ მტრები არ ვართ…მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, სხვაგან ისხდებოდნენ დღეს”
შემდეგი სტატია,,ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ მივალთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნამდე“ – პრეზიდენტი