რა უჯდება ქვეყანას „ბატონების ჯანელიძის და “თალიბანის“ შენახვა

საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს, გავრცელებული ინფრომაციით, დაცვის სამსახურის 6 წევრი და ამასთან, სამი ავტომობილი ემსაუხრება.
ამას გარდა, მედიაში ისიც დაიწერა, რომ ჯანელიძეს ყოველწლიური ანაზღუარება ლამის პრემიერის ხელფასს უტოლდება თავისი პრემია-დანამატებით.
რა დამსახურებისთვის ვინახავთ ჯანელიძეს ან კიდევ ჯიკაიძეს? – ამ უკანასკნელის მთავარი „ღირსება“ ალბათ, ისაა, რომ „თალიბანი“ პიროვნება ჰგონია – როცა შს მინისტრი იყო, პრიდაპირ თქვა, ბატონი თალიბანიო.
სხვათა შორის, კრიზისების მართვის საბჭო ისეთ მოვლენებზეცაა პასუხისმგებელი, როგორიც სტიქიური უბედურებებია, მაგრამ ეს უწყება რომ ვერაფერს აკეთებს, 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის მერე, ბორჯომის ხეობაში გაჩენილმა ხანძარმაც ნათელყო.
ისე, იმის ნაცვლად, რომ ჯანელიძეს ბიუჯეტიდან ამდენ ფულს აძლევდნენ, კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას თეთრი-თეთრზე დაედო და, მინიმუმ, ხანძარსაწინააღმეგო ვეტმფრენი შეეძინა, მაგრამ „ბატონები ჯანელიძე და “თალიბანი “, როგორც ჩანს, „ოცნებისთვის“ უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – სახელმწიფო!

banner
წინა სტატიაში39 ათასამდე აბიტურიენტიდან 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა
შემდეგი სტატიაუფასო ფაკულტეტებზე 4051 სტუდენტი ჩაირიცხა