რას წერს თურქეთიდან ქართველი ემიგრანტი “თაიმერს”

(video) სამხედროებმა ხალხს ცეცხლი გაუხსნეს“თაიმერს” თურქეთიდან ქართველი ემიგრანტი ანჟელა შანავა დაუკავშირდა და სტამბოლში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გაუზიარა. მისი თქმით, წუხელ თურქებმა გასაოცარი ერთობა და თანადგომა აჩვენეს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა: “ინდივიდუალურ საუბრებში ერდოღანი არავის უყვარს და “ქვეყნის დამქცევს” ეძახიან, წუხელ კი, ვისაც შეეძლო, ყველა გარეთ გავიდა. ამ, ამბების შემდეგ ისინიც კი, ვისაც ეს მთავრობა არ მოსწონდა, მის მიმართ სიმპათიით განეწყვნენ. წუხელ საოცარი თანადგომა იყო. მდიდრებს მოულოდნელობისგან შიშის კანკალი ჰქონდათ, ბიზნესის ეშინოდათ. დღეს მთავრობა ხალხს ისევ მოუწოდებს გარეთ გამოვიდნენ. ქუჩებში ისევ ყველაფერი ნორმაში დგას, თითქოს არაფერი მომხდარა. გაოცებული ვარ, ისეთი თანადგომა დავინახე. ქართველები, ყველა ერთმანეთს ვურეკავდით და ვკითხულობდით. მამაცად დადექი ერდოღან!  თურქი ხალხი შენთანაა. დიდება უფალს! ჩვენს დროშას! ქვეყანას არავის დავაჩაგვრინებთ-ასეთი შეძახილებით გათენდა წუხანდელი ღამე თურქეთში- წერს “თაიმერს” ანჟელა შანავა.

banner
წინა სტატიაშითურქეთში დაკავებული ჯარისკაცები ამბობენ, რომ მათ გადატრიალება სწავლებები ეგონათ
შემდეგი სტატიადოდონა კიზირია: ჩვენს საზღვართან არ შეიქმნება ცხელი წერტილი, რომელსაც რუსეთი ადვილად გადმოიტანდა სამხრეთ კავკასიაში, რაც კრემლის ოცნებაა