რა სიურპრიზს უმზადებს ლალი მოროშკინა ქართველ ქალებს?!

lali2არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოს”დამფუძნებელი ლალი მოროშკინა ბელგიაში იმყოფებოდა და სამუშაო შეხვედრებს მართავდა ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროპარლამენტარებთან. ლალი მოროშკინა აგრეთვე შეხვდა ბელგიელ ქალ პოლიტიკოსს, სენატორ ინგრიტ ლიტენს.
_ ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა ქალთა კვოტირების თემა იყო საქართველოში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დიახ, ბელგიამ საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო და ბოლოს მიაღწია იმას რომ პოლიტიკურ პარტიაში, სიებში ქალი და მამაკაცი მოაცვლეობით ფიგურირებს, უცილებელია რომ საქართველოში ქალბატონები სიის დასაწყისი იყვნენ წარმოდგენილნი და არა ბოლოში,რადგან მათი-ქალების პოლიტიკური აქტიურობა გარანტირებული უნდა იყოს,თქვენ სურვილი გაქვთ ევროკავშირის ოჯახის წევრობის,ამიტომ ყველა უნდა მიხვდეს რომ ქალის როლის გაზრდა პოლიტიკაში ევროპული ფასეულობების ნაწილია” – განაცხადა “თაიმერთან“ საუბრისას ინგრიტ ლიტენმა.
„თაიმერი“ ასევე ესაუბრა ლალი მოროშკინას:
_ ქალბატონო ლალი რასთან დაკავშირებით ისაუბრეთ ქ-ონ სენატორთან?
_ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ ინგრიტ ლიტენს,რადგან მან თავისი გრაფიკიდან გამომდინარე შეძლო ჩვნი “ნათლიაც” კი გამხდარიყო,ევროპულ ოჯახში დასამკვიდრებლად მწვანე შუქი ანთებულია,ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ქალთა უფლებების დაცვისთვის,კვოტირების გაზრდისთვის პოლიტიკაში და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამენტში.
_ და ბოლოს როგორ მოხვდით სენატორთან შეხვედრაზე?
_ მე ,2015 წელსაც ვიყავი მიწვეული ამ საკითხზე ბელგიაში, დეტალებისგან თავს შევიკავებ,სამომავლოდ კიდევ უამრავი სიურპრიზი და თან სასიამოვნო გელოდებათ. მხოლოდ ერთს ვიტყვი,მხარდაჭერა მიღებულია პილიტიკოსი ქალებისგან ევროპაში, მწვანე შუქი ანთებულია,მთავარია ჩვენი აქტიურობა,რასაც უახლოეს მომავალში თავად ნახავთ!

lali1

banner
წინა სტატიაშიირაკლი ლექვინაძე საკრებულოში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიაეკა ბესელიას განცხადებით, ელისაშვილი, კილაძე, “რუსთავი 2”, “თავისუფალი დემოკრატების” ნაწილი და მარგველაშვილი ერთობლივად მოქმედებენ