“რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი” – ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში იმყოფება

მერიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილი პროკურატურაში დაიბარეს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალა არ არის სრული და ზუსტ რეალობას არ ასახავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, მან დამატებითი ვიდეო მასალები მიიღო აქციის მონაწილებისგან, სადაც ჩანს აქციდან როგორ გაიტაცეს.

„ვიდეო იწყება სკამიდან. სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს, რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო, ეს მტკიცებულებაა, რომ მე შეუძლოდ ვიყავი, იძახებდნენ სასწრაფოს და მე ვუთხარი, თქვენი არაფერი მინდა ან თუ დამაკავეთ, დამაკავეთ ან გამიშვით. მათ შორის, როდესაც გამოვდივარ, ვეუბნები, რომ რტყმის გარეშე. ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია, მათ შორის ვიდეოში კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ, რომელიც არის უსაფრთხოების სამსახურის და არა პოლიციის თანამშრომელი და რა უფლება აქვს გარეთ აკავებდეს მოქალაქეს, შეაგდოს მერე მერიაში. რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმერიაში შშმ პირებმა შესვლა ვერ შეძლეს, რადგან პანდუსები დაზიანებულია – ნარმანიას მოადგილე
შემდეგი სტატიაუნდა შეიქმნას დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებს გამოიძიებს